2024-09-08

06:54

დაბა ანასეულში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თურქეთის თანამშრომლობისა კოორდინაციის სააგენტოს -TIKA- ს ერთობლივი პროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

ბიზნეს ნიუსი
05-06-2024 09:40
მიმდინარე წლის 4 ივნისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ანასეულში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს- TIKA- ს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი, მეფუტკრეობის დარგში დასაქმებული გურული ვეტერანების ხელშეწყობას მოიცავს და ის, TIKA-ს მიერ, 2022 წელს, გურიის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერან-ფერმერთა ასოციაციის წევრთათვის სკების, თაფლის წარმოებისთვის საჭირო ინვენტარისა და მეფუტკრეთათვის სპეცტანსაცმლის გადაცემით დაიწყო.
დღეს, კი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, თურქეთის ელჩი საქართველოში, ალი ქაან ორბაი, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს TIKA-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, თუბა ოზუთოკი და მოწვეული სტუმრები, გურული ვეტერანების მიერ წარმოებული თაფლის პირველი მოსავლის დაწურვის პროცესს დაესწრნენ და პროდუქციაც დააგემოვნეს.
კობა კობალაძემ, სტუმრებს, სამსახურსა და TIKA- ს შორის არსებული, მრავალწლიანი თანამშრომლობის შესახებ ვრცლად ესაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა რეგიონში მცხოვრები ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საერთაშორისო პარტნიორების თანადგომასა და მსგავსი პროექტებისთვის, არეალის გაფართოებაზე, რაც ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორში ახალი, ერთობლივი პროგრამების შემუშავებას გულისხმობს.
კობა კობალაძემ მადლობა გადაუხადა ალი ქაან ორბაის და თუბა ოზუთოკს საქართველოს ვეტერანების მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და მომავალში, ურთიერთობის გაღრმავების, წარმატებული, ერთობლივი პროექტების განხორციელების იმედი გამოთქვა.
"თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს საქართველოში, სხვადასხვა სფეროში, რამდენიმე ათეული პროექტი აქვს განხორციელებული, თუმცა, ეს პროექტი, რომელიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ძალისხმევით, გურიის რეგიონში მცხოვრები ვეტერანებისთვის განხორციელდა ამ მხრივ მართლაც განსაკუთრებულია,რადგან მისი მეშვეობით, თურქეთის მხარემ, თანადგომა გამოხატა იმ ადამიანთა მიმართ, ვინც თავისი ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ძალიან ბევრი გაიღო. ეს ძალიან გვახარებს. ვიმედოვნებ, რომ TIKA-ს მხარდაჭერით წარმოებული თაფლი თურქეთის ბაზარზეც გავა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და TIKA-ს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და კიდევ ბევრ სფეროს მოიცავს,“-განაცხადა ალი ქაან ორბაიმ.
‘’ჩემთვის საქართველოს ვეტერანების თანადგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამიტომაც, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად განხორციელებული ეს პროექტი, ჩემთვის პიროვნულადაც ძალიან გამორჩეულია. მოხარული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ასეთი ნაყოფიერია. ძალა ერთობაშია,’’_აღნიშნა თუბა ოზუთოკმა.
ღონისძიებას,ასევე, ესწრებოდნენ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ქეთევან მოისწრაფეშვილი და ზაზა შოშიტაიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.
ინფორმაციისთვის, გურიის ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერან-ფერმერთა ასოციაცია 2022 წელს, გურიაში მცხოვრები ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების ინიციატივითა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით დაარსდა. იგი 155 ომის ვეტერანს აერთიანებს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA-ს) შორის ურთიერთობას 2016 წელს ჩაეყარა საფუძველი, რომლის ფარგლებშიც, თურქული მხარის თანადგომით, რამდენიმე პროექტი უკვე განხორციელდა. მათ შორისაა დღევანდელი წარმატებული პროექტიც, რომლის მიმდინარეობასაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად, თურქეთის მხარეც უწევდა კოორდინაციასა და მონიტორინგს.
შეგახსენებთ, TIKA“ თურქეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციაა, რომელიც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, რამდენიმე წელია, ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ჯანდაცვის,
ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები

2024-09-03 17:32
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადს" სტამბოლის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრის

გურთიადის სახელით მადლობას ვუხდით ქალბატონებს ვიზიტისათვის და წარმატებებს ვუსურვებთ მათ პროფესიულ საქმიანობაში.

2024-08-30 14:48
ბიზნეს ნიუსი

საქსტატი - 2024 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკა 13.0 პროცენტით გაიზარდა

საქსტატის ცნობით, 2024 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა

2024-08-29 15:08
ბიზნეს ნიუსი

„ქარვას“ მე-15 ზაფხულის კამპანია გრძელდება!

კამპანიაში მონაწილეობის მიღება მარტივია: იპოვე ბოთლის თავსახურის ქვეშ მოთავსებული კოდი, შეიყვანე

2024-08-27 16:53
ბიზნეს ნიუსი

ყველაზე მასშტაბურ ღვინის ფესტივალს ტრადიციულად გურჯაანი უმასპინძლებს

ფესტივალი, რომელიც წელს უკვე მეექვსედ იმართება, 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და

2024-08-26 14:51
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადს" ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის ქალ მეწარმე

ასოციაციის სახელით, მზადყოფნას ვაცხადებთ, ჩვენს სტუმრებს დახმარება აღმოვუჩინოთ საქართველოში კომპანიის დაარსებასთან დაკავშირებით





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები