2025-06-03

04:53

თურქმენეთის ელჩი საქართველოში დ. სეიტმამმედოვი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს შეხვდა

განათლება
04-06-2024 15:37

2024 წლის 4 ივნისს გაიმართა შეხვედრა თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დოვლეტმირატ სეიტმამმედოვსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრს გიორგი ამილახვარს შორის. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების არსებული მდგომარეობა და შემდგომი პერსპექტივები.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს თურქმენეთსა და საქართველოში გამართულ საერთაშორისო ოლიმპიადებში, კონფერენციებში, სემინარებსა და სხვა ღონისძიებებში ერთობლივი პროექტების, პროგრამების მომზადების, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების მონაწილეობის საკითხები, ორი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმების საკითხები.

გ. ამილახვარმა აღნიშნა, რომ სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფერო სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ სფეროში კონტაქტები აძლიერებს ორი ქვეყნის ხალხთა მეგობრობას და წარმოადგენს ურთიერთგაგების ერთ-ერთ მთავარ საშუალებას.

უკან დაბრუნება

ნანახია: 1302

მსგავსი სიახლეები

2025-04-30 10:14
განათლება

კომპანია „ბეკო“-სთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 29 აპრილს, თურქოლოგიის მიმართულებისა და თბილისის

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" წევრ, საყოფაცხოვრებო ტექნიკის საერთაშორისო

2025-04-29 12:17
განათლება

პროექტ PRODIGE-ის ძირითადი მიზნებია: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრ

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილეებმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ PRODIGE

2025-04-28 14:08
განათლება

ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე თემატური ბანაკი გაიხსნა, რომელიც წელს რვა ნაკადად ჩატარდებ

ღონისძიების დასასრულს დისკუსია გაიმართა და ახალგაზრდებმა მინისტრებს მათთვის საინტერესო საკითხებთან

2025-04-24 11:06
განათლება

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაციამ თბილისის მარიფის სკოლაში გამართულ 23 აპრილის ეროვნული სუვერე

ბავშვების თვალებში აკიაფებულმა სიხარულმა და ღიმილმა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა ამ

2025-04-18 15:47
განათლება

განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინური ენის სწავლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ამ ეტაპზე ჩინური ენა, დამატებითი მომსახურების სახით, 15 სკოლაში ისწავლება. ვინაიდან მის შესწავლაზე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები