2024-12-04

12:16

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში მოგზაურობას უვიზოდ შეძლებენ, „ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები“კი ყოველდღიურ ფრენებს იწყებს

ბიზნეს ნიუსი
04-06-2024 14:36

„სიმბოლურია, რომ ერთი მხრივ, დღევანდელი რეისით ჩინეთში პირველად გაემგზავრებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უვიზოდ შეძლებენ მოგზაურობას, მეორე მხრივ კი, დღეიდან ჩვენი პარტნიორი ავიაკომპანია „ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები“ გადადის ყოველდღიურ ოპერირებაზე. აქამდე ავიაკომპანია კვირაში ოთხ სიხშირეს ახორციელებდა. სიხშირეების ზრდა პირდაპირ აისახება ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა მედიასთან საუბარში. მინისტრის მოადგილე, სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, ავიაკომპანია „ჩინეთის სამხრეთის ავიახაზების“ დღევანდელ რეისზე მგზავრების რეგისტრაციის პროცესს დაესწრო, რომელიც პირველია მას შემდეგ, რაც ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.  

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი, კომპანია „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე და სხვა სტუმრები. 

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2023 წელს ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ გააუქმა სავიზო მოთხოვნა ჩინეთის მოქალაქეებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმაც მიიღო ანალოგიური გადაწყვეტილება და გააუქმა სავიზო მოთხოვნა ჩვენი მოქალაქეებისთვის. მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს უწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებას. 

„სავიზო რეგულაციის შემსუბუქება მნიშვნელოვანი მუხტია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო - ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისა და  რაც მთავარია, ხალხთა შორის ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით. ჩვენ უკვე ვხედავთ აღნიშნული გადაწყვეტილებების პირველ შედეგებს. მათ შორის, გაიზრდა ტურისტული ნაკადები ჩინეთიდან, ავიასიხშირეების ზრდა კი ხელს შეუწყობს ბაზრების დივერსიფიკაციას, პირველ რიგში კი, ტურიზმსა და ავიაციაში“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

2024-12-02 11:53
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადს" ესტუმრნენ ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თ

შეგახსენებთ, რომ თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ დარგებს:

2024-11-28 13:14
ბიზნეს ნიუსი

„ავერსში“ გრანდიოზული, 60%–იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება!

„ავერსისა“ და „კანი ესთეტიკის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში პრემიუმ ბრენდების მომხმარებელი დასაჩუქრდება კანის ისეთი

2024-11-25 16:14
ბიზნეს ნიუსი

სალვატორე კასტანო: „რაც მიყვარს საქართველოში ჩემი ქართველი მეგობრების გარდა, არის ჭაჭა“

სიცილიასა და საქართველოს ორივეს მდიდარი ისტორია აქვთ. ქართული მეღვინეობა ალბათ უფრო ძველია, ვიდრე სიცილიური. ჩვენ

2024-11-22 11:07
ბიზნეს ნიუსი

დიდი ფასდაკლებების დროა - PSP -ში Black Friday დაიწყო!

განსაკუთრებული სიახლე! ტრადიციული აქციების გარდა, წელს PSP პირველად გთავაზობთ აუთლეტ

2024-11-21 16:36
ბიზნეს ნიუსი

კომპანია „ბეკომ“ თავისი პირველი „აუთლეტ“ მაღაზია გახსნა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე

კომპანია „ბეკოს“ ორიენტირებულია მომხმარებლის სურვილის დაკმაყოფილებაზე და მუდმივად ითვალისწინებს მათ წინადადებებს. ეს არ არის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები