2025-09-15

15:02

ქართველმა მოკრივემ, გიორგი ყუშიტაშვილმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა

სპორტი
04-06-2024 14:28
მოკრივეთა შორის პარიზის ოლიმპიური თამაშების ბოლო საკვალიფიკაციო ტურნირზე, რომელსაც ბანგკოკმა უმასპინძლა, საქართველო ორი სპორტსმენით -ესკერხან მადიევით (71 კგ) და გიორგი ყუშიტაშვილით (92 კგ) იყო წარმოდგენილი. მათ შორის მიზანს ყუშიტაშვილმა მიაღწია.
ქართველმა მოკრივემ პარიზის ოლიმპიური რინგისკენ მიმავალ გზაზე გაიანელი ემანუელ პომპეი მეორე რაუნდში დაამარცხა აშკარა უპირატესობით, შემდეგ ლუქსემბურგელი მიშელ ერპელდინგს მოუგო (5-0). ასეთივე ანგარიშით გაიმარჯვა საბერძნეთის სახელით მოასპარეზე ვაგკან ნანიტზანიანთან, გადამწყვეტ შეხვედრაში კი, სადაც ოლიმპიური საგზური თამაშდებოდა, აშშ-ის წარმომადგენელ ჯამარ ტელის შეხვდა და დაძაბულ ორთაბრძოლაში წარმატებას მიაღწია - 3-2.
სამწუხაროდ, სალიცენზიო ტურნირი წარუმატებელი გამოდგა ესკერხან მადიევისთვის. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი მესამე წრეში მომავალ ლიცენზიანტთან, იორდანიელ მეტოქესთან 2-3 დამარცხდა.
საქართველოს ოლიმპიურ ნაკრები პარიზის მოკრივეთა ტურნირზე ორი სპორტსმენით იასპარეზებს. ოლიმპიური ლიცენზია პირველმა დაიმსახურა ლაშა გურულმა, როდესაც 2023 წლის ევროპულ თამაშებზე მეორე ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

2025-08-27 15:31
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

2025-07-31 12:57
სპორტი

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები