2025-10-16

07:51

ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“ უერთდება

საზოგადოება
03-06-2024 15:04
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 
ვეხმაურები და ვუერთდები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბოლო პერიოდის ინიციატივებს:
1. რეფერენდუმის ჩატარების შესახებ - ასეთი პლებისციტი უკვე ჩატარდა 2008 წელს, როცა ქართველმა ხალხმა ერთმნიშვნელოვანი თანხმობა განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე. ამის შემდეგ 15 წელი გავიდა და ქვეყნის სათავეში მოვიდა ხელისუფლება, რომელიც ანტიდასავლური და ამავდროულად, პრორუსული რიტორიკით გამოირჩევა. მეორეს მხრივ, დღეს ჩატარებული ყველა კვლევა აჩვენებს, რომ მოქმედი ხელისუფლების რიტორიკის საპირისპიროდ, ქართველი ხალხის 90 %-მდე სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, რაც კიდევ ერთხელ საჭიროებს დადასტურებას რეფერენდუმით, რათა ხალხმა ნათლად მიუთითოს ხელისუფლებას, თუ სად უნდა ყოფნა და საით მიდის ქვეყანა.
____
2. ოპოზიციის გაერთიანების შესახებ - ვეთანხმები და ვიზიარებ დიდი ოპოზიციური ერთობის იდეას ერთი პარტიული სიის გარეშე. დიახ, ყველა პარტიამ უნდა მოიპოვოს საკუთარი მხარდაჭერა და ამის პროპორციულად მიიღოს წარმომადგენლობა პარლამენტსა და მთავრობაში, ზუსტად იგივე იმავე მექანიზმით, როგორც ეს ევროპაში ხდება, საითკენაც ასე მივისწრაფით, - აღნიშნულია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.
უკან დაბრუნება

ნანახია: 1204

მსგავსი სიახლეები

2025-10-13 10:31
საზოგადოება

გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ

გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ

2025-10-06 12:51
საზოგადოება

ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თით

ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თითქოს მხოლოდ პაატა ბურჭულაძე, მანჯგალაძე და სხვები არიან ამ პროცესში დამნაშავეები, რა თქმა უნდა, არა"

2025-10-06 12:06
საზოგადოება

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ ციფრულ სტომატოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს მაქს

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ ციფრულ სტომატოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიზუსტესა და ხარისხს

2025-10-06 11:15
საზოგადოება

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალი თაობის, განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალი თაობის, განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების გაცემას იწყებს

2025-10-04 14:52
საზოგადოება

ილია მეორემ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა

ილია მეორემ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები