2025-09-15

18:01

28 მაისს, აზერბაიჯანის საელჩომ საქართველოში, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღნიშნა

პოლიტიკა
29-05-2024 17:24

28 მაის აზერბაიჯანის საელჩომ საქართველოში, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე თბილისში სტუმრებთან ერთად საზეიმოდ აღნიშნა.

დარბაზში, სადაც ღონისძიება გაიმართა, აზერბაიჯანის განვითარების ამსახველი ფოტოების გამოფენა გაიხსნა. პარალელურად დამონტაჟდა საინფორმაციო დაფები საერთაშორისო კონფერენციის COP29-ის შესახებ. ღონისძიებაზე აზერბაიჯანისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნები შესრულდა.

საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში ფაიგ გულიევმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ასევე ამ ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, აზერბაიჯანელმა და თურქმა ბიზნესმენებმა. ელჩმა ფაიგ გულიევმა ისაუბრა აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობის ისტორიაზე და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის წარმატებებ თაობაზე, რომელიც დაარსდა 1918 წელს, მიუხედავად მისი 23 თვის არსებობისა.

მისივე თქმით, 1990 წლის დასაწყისში აზერბაიჯანმა დაიბრუნა დამოუკიდებლობა. თუმცა, იმ პერიოდში აზერბაიჯანს ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნა. უდიდესი პოლიტიკური ლიდერის, გამოჩენილი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის ჰეიდარ ალიევის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, აზერბაიჯანი კვლავ გაძლიერდა და თავისი ღირსეული ადგილი დაიკავა მსოფლიოს ქვეყნებს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ დიდი ლიდერის პოლიტიკური კურსის წარმატებით გაგრძელების შედეგად, აზერბაიჯანმა გაათავისუფლა თავისი მიწები ოკუპაციისგან და ამჟამად ამ ტერიტორიებზე სწრაფი სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აზერბაიჯანელმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა აზერბაიჯანის მიერ მრავალი საერთაშორისო ღონისძიების მასპინძლობაზე და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მალე ბაქო კიდევ ერთ პრესტიჟულ ღონისძიებას - COP29- უმასპინძლებს.

აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას ფ. გულიევმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია: „ეს არის ჩვენი მეგობრობის, ძმობის და პარტნიორობის მაღალი დონის ნათელი დასტური. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა აზერბაიჯანისა და საქართველოს შორის მეგობრობის მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა ორივე ქვეყნის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობას. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო რეგიონის წამყვანი სახელმწიფოები არიან და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ევროპის ენერგოუსაფრთხოების საკითხებში.

ღონისძიება მუსიკალური პროგრამით გაგრძელდა. მუსიკოსებმა აზერბაიჯანიდან შეასრულეს აზერბაიჯანული ხალხური და ისტორიული სიმღერები, რომლებსაც სტუმრები ოვაციებით შეხვდნენ.

ავთანდილ ოთინაშვილი

მსგავსი სიახლეები

2025-09-15 17:54
პოლიტიკა

ჩვენი კოალიციის გარეთ დარჩენილი ლიდერიც დააპატიმრეს. ახლა უკვე ოთხივე ციხეში ვართ - ნიკა გვარამია

ჩვენი კოალიციის გარეთ დარჩენილი ლიდერიც დააპატიმრეს. ახლა უკვე ოთხივე ციხეში ვართ - ნიკა გვარამია

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-12 17:20
პოლიტიკა

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს

2025-09-12 00:57
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები