პოლონეთი დააწესებს შეზღუდვებს რუსი დიპლომატების გადაადგილებაზე ქვეყნის შიგნით

პოლონეთმა გამოაცხადა, რომ დააწესებს შეზღუდვებს რუსი დიპლომატების გადაადგილებაზე ქვეყნის შიგნით იმ მოტივით, რომ „რუსეთი აწარმოებს ჰიბრიდულ ომს ევროკავშირის წინააღმდეგ“. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მას აქვს მტკიცებულებები „ევროპის ქვეყნებში რუსეთის მოვლენების წარმართვის მცდელობების“ შესახებ და ყურადღება გაამახვილა „ევროკავშირის, მათ შორის პოლონეთის წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდულ ომზე“.
ამასთან დაკავშირებით, სიკორსკიმ განაცხადა, რომ მის ქვეყანაში რუსი დიპლომატებისთვის გადაადგილების შეზღუდვა დაწესდება და გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გადაეგზავნება დედაქალაქ ვარშავაში რუსეთის საელჩოს.
სიკორსკიმ აღნიშნა, რომ გადაადგილების შეზღუდვა ეხება საკონსულოსა და საელჩოს პერსონალს და არ გავრცელდება ვარშავაში რუსეთის ელჩზე.
ნანახია: 855
მსგავსი სიახლეები

ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის
ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს
დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა
პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა
პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს
FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს
clickss