2025-09-15

15:00

გოჯუ-რიუ კარატეს მსოფლიო ჩემპიონატზე ქართული დელეგაცია საუკეთესო შედეგით დაბრუნდა

სპორტი
28-05-2024 12:32

11-12 მაისს, პოლონეთში, ქალაქ შჩეჩინში გამართულ გოჯუ-რიუ კარატეს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელშიც 18 ქვეყანა და 420 სპორტსმენი მონაწილეობდა, ქართული დელეგაცია თავისი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო შედეგით დაბრუნდა. ქვეყნის შედეგებით საქართველომ ჩემპიონატზე მესამე ადგილი მოიპოვა.

 

„ჩემპიონატზე  საქართველოდან  9 სპორტსმენმა იასპარეზა. ქვეყნის შედეგებით, საქართველო მესამე ადგილზე გავიდა. საბოლოო ჯამში, დავბრუნდით 5 ოქროსა და 4 ვერცხლის მედლით, რაც ნამდვილად ძალიან კარგი და სასიხარულო შედეგია, თუმცა ამით არ რჩება ჩვენი წინსვლა და მივისწრაფით მეტი განვითარებისკენ,“ -  განმარტავს  საქართველოს ოკინავური გოჯუ რიუ კარატე დოს ფედერაციის ადმინისტრაციის დირექტორი ნატალი ბიძინაშვილი. მისივე თქმით, ფედერაციისთვის მსგავსი შედეგები დამატებით მოტივაციას წარმოადგენს, რადგან ყოველი მსგავსი მიღწევის შემდეგ საქართველოში გოჯუ რიუ კარატით დაინტერესება იზრდება და შესაბამისად მეტი ადამიანი ერთვება იაპონური სპორტის ამ უნიკალურ სახეობაში.

 

მნიშვნელოვანია, რომ ნატალი ბიძინაშვილი აღნიშნულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს ფედერაციის სხვა წარმომადგენელთნ ერთად მსაჯობდა.

 

ცნობისათვის,  გოჯუ-რიუ  ტრადიციული კარატის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც იაპონიის უკიდურეს სამხრეთ კუნძულ ოკინავადან მომდინარეობს. სიტყვა „გო“ ნიშნავს მაგარს, „ჯუ“ რბილს. გოჯუ-რიუ სწორად მაგარისა და რბილის სინთეზს მოისაზრებს. კარატეს ეს სახეობა გამოირჩევა ძლიერი დარტყმებით, ბლოკებით, სუნთქვის ტექნიკებით, ახლო მანძილზე ბრძოლის მანევრებით, რომელიც აგრეთვე მოიცავს ჭიდაობის ელემენტებს. გოჯუ-რიუს, როგორც საბრძოლო ხელოვნების მთავარი მიზანი და პრინციპია განავითაროს ფიზიკური და შინაგანი  პოტენციალი და მოიყვანოს ადამიანი ჰარმონიაში, როგორც საკუთარ თავთან, აგრეთვე გარემოსა და სამყაროსთან. გოჯუ-რიუ კარატე, საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს ფედერაციის ხელმძღვანელობის ქვეშ ოფიციალურად 2011 წლიდან არსებობს, რომელიც წლიდან წლამდე ვითარდება და მუშაობს ახალგაზრდა საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

2025-08-27 15:31
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

2025-07-31 12:57
სპორტი

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები