2025-01-15

11:14

„თანაცხოვრება გაფანტულ სკლეროზთან“ – 30 მაისი გაფანტული სკლეროზის მსოფლიო დღეა

ჯანდაცვა
27-05-2024 13:23

 

ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის სპეციალური მასტერკლასი გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებს!

28 მაისს, 17:30 საათზე,  წიგნის სახლში (მის: ბახტრიონის . 11), გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებისთვის ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძესთან შეხვედრა გაიმართება, თემაზე „თანაცხოვრება გაფანტულ სკლეროზთან“.  შეხვედრა  ეძღვნება გაფანტული სკლეროზის მსოფლიო დღეს, რომელიც ტრადიციულად, 30 მაისს აღინიშნება და  მას სხვადადასხვა აქტივობით საქართველოც უერთდება.

ღონისძიების მიზანს პაციენტების მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობა და თანადგომა წარმოადგენს. შეხვედრის ფარგლებში, პაციენტები შეძლებენ საკუთარი დაავადების უკეთ შეცნობას, მათი დიაგნოზის განსხვავებულ ჭრილში შეფასებას, ყოველდღიურ სტრესთან უკეთ გამკლავებას და გეგმების დასახვას, თუ როგორ გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი და გახადონ თანაცხოვრება გაფანტულ სკლეროზთან მეტად ჰარმონიული. ისინი ასევე  ისაუბრებენ დაავადების სიმძიმეზე, მის მართვასა მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლიდან დედაქალაქის მერიამ და აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პაციენტებისთვის მკურნალობა ხელმისაწვდომი გახადა. 2022 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოიცა ბრძანება საქართველოს სხვა რეგიონებში მკურნალობის დაფინანსების შესახებ, თუმცა, ამ დრომდე, პროგრამა ამოქმედებული არ არის. 2024 წლის 13 აპრილს ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილს სარჯველაძე პაციენტებს შეხვდა და შესაბამის უწყებებთან ერთად საკითხის უმოკლეს ვადაში განხილვას დაჰპირდა. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები პაციენტები, თბილისისა და აჭარის გარდა, მკურნალობის გარეშე, ყოველდღიურად კარგავენ ქმედით უნარებს.

დასასრულს, მოწვეული სტუმრები და პაციენტები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს,  კიდევ ერთხელ, შეახსენებენ დაპირებას, რეგიონებში მცხოვრები გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობისა და სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით. უფრო მეტი მხარდაჭერისა და  საჯაროობისთვის ვიდეო მიმართვას ჩაწერენ, რომელიც გაფანტული სკლეროზის საინფორმაციო ფეისბუქ გვერდის საშუალებით გავრცელდება.

ცნობისათვის, ყოველწლიურად, 30 მაისს, მთელ მსოფლიოში, აღინიშნება გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღე, რომლის მიზანს ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა, დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირების დონის ამაღლება, მისი დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა  წარმოადგენს. აღნიშნულ დღეს საქართველო 2018 წლიდან შეუერთდა, საინფორმაციო კამპანიით „ერთად ერთმანეთისთვის“.  

https://worldmsday.org/

https://www.facebook.com/MultipleSclerosisInfo

 

მსგავსი სიახლეები

2024-12-27 14:54
ჯანდაცვა

PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას აღვიქვამთ, როგორც თავისუფალ ბიზნესზე მორიგ ზეწოლას და

პოსტსაბჭოთა სივრცეს, რუსეთის ლოჯისტიკური საწყობებიდან, ამარაგებდა მრავალი დასავლური კომპანია

2024-12-24 21:29
ჯანდაცვა

პაციენტები იმედს არ კარგავენ, რომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სახელმწიფო პროგრა

ასაკთან ასოცირებულ დაავადებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თვალის დაავადებებია. ამიტომ, სიცოცხლის

2024-12-23 15:52
ჯანდაცვა

დაფინანსების შემთხვევაში, უამრავი ადამიანი მხედველობას შეინარჩუნებს - რას ითხოვენ პაციენტები და ექიმ

ექიმები ამბობენ, რომ მათთვის მორალურად რთულია, როცა არსებობს ეფექტიანი მედიკამენტები და მათ პაციენტები იმის გამო

2024-12-13 15:18
ჯანდაცვა

ავერსის ბლოგი: გრიპის ვაქცინა – რეალური საფრთხე თუ თავდაცვის ერთადერთი გზა?

სეზონური გრიპის ვაქცინაციაზე, მის სარგებელსა და ზიანზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა

2024-11-26 14:03
ჯანდაცვა

აღმოჩენილია კავშირი COVID-ის ინფექციასა და სიმსივნის ზომის შემცირებას შორის

მეცნიერების თქმით, ეს სპეციალური უჯრედები, რომლებიც ცნობილია როგორც "სტიმულირებადი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები