VIDEO: 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა!

საქართველო, რომელიც დღეს დგას თავისუფალი, ამაყი და მტკიცე, თქვენი დამსახურებაა და ჩვენი საერთო მიღწევაა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, დღეს ახალი საქართველო იბადება ახალი თაობის მონდომებით. „ქვეყანა სავსეა ახალი აღქმით, გამბედაობით, სიყვარულით და ვერავინ აიძულებს დღევანდელ საქართველოს იცხოვროს სხვისი რწმენით და სხვისი დოგმებით, ჩვენი რწმენით და ჩვენ თვითონ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი”, - დასძინა მან.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტაბილურობის შენარჩუნება მხოლოდ არჩევნების გზით ხდება და მომავალი საპარლამენტო არჩევნები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იქნება. „ამ არჩევნებზე მთავარი არჩევანი უნდა გაკეთდეს: ან ევროპული, დემოკრატიული, დამოუკიდებელი საქართველო, ან იზოლირებული საქართველო და ასეთ არჩევანს სახალხო რეფერენდუმი ჰქვია“, - დაამატა ს.ზურაბიშვილმა. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები საქართველოს 18 ქალაქში გაიმართა.
26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი დაასრულებს დღესასწაულებს, რომლის მთავარი თემა „საქართველოს ისტორიაა”.
წელს გალა-კონცერტის პროგრამა მთლიანად ფოლკლორს ეძღვნება და მასში ფოლკლორული ანსამბლის ათასამდე წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას მთელი საქართველოდან.
შეგახსენებთ, რომ ზუსტად 106 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დემოკრატიულმა ხელისუფლებამ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა. 1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა დაიბრუნა. შესაბამისი აქტი, ეროვნული რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ 9 აპრილს მიიღო.
ნანახია: 1057
მსგავსი სიახლეები

ჩვენი კოალიციის გარეთ დარჩენილი ლიდერიც დააპატიმრეს. ახლა უკვე ოთხივე ციხეში ვართ - ნიკა გვარამია
ჩვენი კოალიციის გარეთ დარჩენილი ლიდერიც დააპატიმრეს. ახლა უკვე ოთხივე ციხეში ვართ - ნიკა გვარამია

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს
ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები
ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
clickss