2024-12-26

14:26

საქართველომ უნდა გაიწვიოს მიმდინარე ფორმით არსებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, - აცხადებს ვენეციის კომისია

პოლიტიკა
22-05-2024 10:18

სტრასბურგი, 21.05.2024 – დღეს გამოქვეყნებულ დაჩქარებული წესით მიღებულ დასკვნაში ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია მტკიცე რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მისი ამჟამინდელი ფორმით, გაუქმებული იქნეს, ვიანიდან კანონში არსებული ძირეული ხარვეზები მნიშვნელოვნად უარყოფით შედეგებს იქონიებს გაერთიანების  და გამოხატვის თავისუფლებაზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლებასა და დისკრიმინაციის აკრძალვაზე.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოთხოვნის საფუძველზე, ვენეციის კომისიამ კანონი დაჩქარებული პროცედურის მიხედვით შეაფასა. კომისია, მწუხარებას გამოთქვამს რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა მის მოსაზრებას კანონის მიღებამდე, მიუხედავად საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოწოდებებისა.

დასკვნაში გაანალიზებულია კანონის შესაბამისობა მოქმედ საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან. იგი ასკვნის, რომ კანონით დადგენილი შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლებასთან, გაერთიანების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან შეუთავსებელია, ვინაიდან ის ვერ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით განსაზღვრულ მკაცრ ტესტს შეესაბამებოდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს, ასევე როგორც დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს.

კანონი, რომელსაც თითქოსდა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფის მიზანი აქვს, სტიგმატიზაციის, გაჩუმებისა და საბოლოოდ გაუქმების ობიექტური რისკის ქვეშ დააყენებს იმ ასოციაციებსა და მედიას, რომლებიც თავიანთი სახსრების თუნდაც მცირე ნაწილს უცხოეთიდან იღებენ. წარმოიშობა დიდი რისკი იმისა, რომ ზემოქმედების ქვეშ მოექცნენ ის ასოციაციები და მედია, რომლებიც კრიტიკულნი არიან ხელისუფლების მიმართ, შესაბამისად მათი გაუქმება უარყოფითად იმოქმედებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

ვენეციის კომისია დაჟინებით ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას უცხოური მხარდაჭერის მიმღები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ონლაინ მედიისა და მაუწყებლების რეგისტრაციის, ანგარიშგებისა და საჯაროდ გამოქვეყნების სპეციალურ რეჟიმზე, მათ შორის ადმინისტრაციულ სანქციებზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა უკვე მოიცავს დებულებებს, რომლებიც კანონში გათვალისწინებულ ორგანიზაციებს უწესებენ დარეგისტრირებისა და ანგარიშგების ვალდებულებას, მათ შორის მათი დაფინანსების წყაროების შესახებ, დამაჯერებელი განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ არ იქნება არსებული ვალდებულებები გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად საკმარისი, მოწოდებული არ ყოფილა.

იმ შემთხვევაში, თუ არსებული დებულებები საკმარისი არ აღმოჩნდა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს არსებული კანონების ცვლილება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში. კერძოდ, თუ არსებული კანონმდებლობა არ აღმოჩნდება ადეკვატური, უცხო ქვეყნების სახელით რეალური წარმომადგენლობითი (ლობისტური) საქმიანობა შეიძლება დარეგულირდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

გარდა ამისა, ვენეციის კომისია წუხს, რომ ეს კანონი, რომელიც არის ადამიანის უფლებების მიმართ მგრძნობიარე და ასევე ძალზე საკამათო ქართულ საზოგადოებაში, რასაც ცხადყოფს  მასიური რეაქციები ქვეყანაში, მიღებულ იქნა ისეთი პროცედურით, რომელიც არ ტოვებდა სივრცეს ჭეშმარიტი განხილვისა და მნიშვნელოვანი კონსულტაციებისთვის და ღიად უგულებელყოფს ქართველი ხალხის დიდი ნაწილის უკმაყოფილებას. საქმის წარმოების ეს ფორმა არ აკმაყოფილებს დემოკრატიული კანონშემოქმედების ევროპულ მოთხოვნებს, ასკვნის ვენეციის კომისია.

ვენეციის კომისია და საქართველო

მსგავსი სიახლეები

2024-12-26 07:14
პოლიტიკა

ევროკომისიის წინადადება ქართველი ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ

ეს გადაწყვეტილება არ მოახდენს ნეგატიურ ზეგავლენას ადამიანთა შორის კონტაქტებზე, რადგან საქართველოს მოქალაქეები,

2024-12-25 18:38
პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს, პარლამენტში გაიმართება

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევნები 14 დეკემბერს, პარლამენტის სასახლეში ჩატარდა. მ. ყაველაშვილი

2024-12-24 12:58
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პრემიერ-მინისტრმა ბიზნესისთვის აქტუალურ ყველა კითხვას უპასუხა. მთავრობის

2024-12-24 12:46
პოლიტიკა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების განმეორებით ჩატარების შესახებ მთავრობას დიალოგისკენ მოუწო

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დედაქალაქ თბილისში მიმდინარე პროევროპულ დემონსტრაციაში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოვიდა

2024-12-23 12:14
სპორტი

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, ,,ბაკურიანი 2025“-ის მშვიდობის ცეცხლი საქართველოშ

მშვიდობის ცეცხლი" ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ძიუდოისტ ლაშა ბექაურს, გადაეცემა. დღეიდან





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები