ირანში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილი გახდა
ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.
ირანის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა მოჰამად მოხბერიმ, რომელიც უკვე ექს-პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის ნაცვლად დაინიშნა დროებით პრეზიდენტად, გამოაცხადა, რომ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება.
მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატობის მსურველებმა 30 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით უნდა შეიტანონ საჭირო განაცხადები.
საარჩევნო პროპაგანდა კი 12 ივნისიდან 27 ივნისამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი იმყოფებოდნენ, ჩამოვარდა. უბედური შემთხვევის შედეგად, ვერტმფრენში მყოფი ყველა პირი, მათ შორის პრეზიდენტი რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ამირ აბდოლაჰიანი დაიღუპნენ.
ნანახია: 793
მსგავსი სიახლეები
ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა
ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა
ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა
ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას
ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას
უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა
უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა
მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
clickss