2024-10-13

12:40

EBRD და USAID სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კავშირებს ავითარებენ

ბიზნეს ნიუსი
20-05-2024 13:52

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიზანიც შუა დერეფნის სახელწოდებით ცნობილი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო გზის განვითარებაა.

ეს ნაბიჯი აზიასა და ევროპას შორის სამხრეთ კავკასიის გავლით კავშირს კიდევ უფრო გაამყარებს. კერძოდ, პარტნიორობა საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში  ვაჭრობის გაფართოებაზე, მწვანე ენერგეტიკაზე, მრეწველობის ახალ დარგებში ინვესტირებასა და სატრანსპორტო და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ფოკუსირდება.  

დოკუმენტს ხელი სომხეთში გამართული EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში მოეწერა. 

„შუა დერეფნის გაძლიერება რეგიონის მასშტაბით შექმნის ახალ, ტრანსფორმაციულ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს ალტერნატიულ სატრანსპორტო მარშრუტს არსებული კომერციული დერეფნებისკენ“, — ნათქვამია EBRD-ის პრესრელიზში.

ურთიერთგაგების მემორანდუმი ხელს შეუწყობს რეგიონში კრიტიკული ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ციფრული და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის დაგეგმვასა და მშენებლობას. გარდა ამისა, ის მიზნად ისახავს საბაჟო, სატარიფო და სასაზღვრო ოპერაციების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, შუა დერეფნის გასავითარებლად სამხრეთ კავკასიის ეკონომიკაში კერძო კაპიტალდაბანდებების მოზიდვას და ევროპასთან და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის  ეკონომიკური კავშირების ხელშემწყობი  უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტებს შორისაა უნახშირბადო ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების მოზიდვა, კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად რეფორმების ხელშეწყობა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობის გაფართოება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

მსგავსი სიახლეები

2024-10-10 10:59
ბიზნეს ნიუსი

ბათუმი მე-12 საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს!

ორგანიზატორების თქმით, ოფიციალური გახსნის ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრები, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსი

2024-10-10 10:34
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" ხელმძღვანელებმა 9 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის სა

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" სახელით წარმატებებს ვუსურვებთ ქალბატონ ილმაზსა და ჯენგიზს პროფესიულ საქმიანობაში.

2024-10-07 15:37
ბიზნეს ნიუსი

IWSC 2025 Wine and Spirits Judging in Georgia-ზე მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო

წელს კონკურსზე განსაკუთრებით შთამბეჭდავი ჟიური ეწვევა. მსაჯების გუნდს, რომელიც საქართველოს ესტუმრება, ქართული ღვინის

2024-10-04 11:21
ბიზნეს ნიუსი

ლევან დავითაშვილი საუდის არაბეთის ბიზნესდელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, ბიზნესსაბჭო, რომელიც საქართველოსა და საუდის არაბეთის

2024-10-02 16:35
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე!

სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები