ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, მალტის საგარეო, ვაჭრობისა და ევროპულ საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია

2024 წლის 15 მაისს, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, მალტის საგარეო, ვაჭრობისა და ევროპულ საქმეთა მინისტრი, იან ბორჯი საქართველოს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს თავმჯდომარემ შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ეუთო-ში მიმდინარე პროცესებსა და ორგანიზაციის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, თავისი წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის წინაშე ამჟამად არსებული გამოწვევების მოგვარებაში.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა მალტას, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანას, ორგანიზაციის ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ეუთო-ს თანათავმჯდომარეების ჩართულობის მნიშვნელობას. ილია დარჩიაშვილმა იან ბორჯს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე.
ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების საჭიროებას. აღინიშნა, რომ კანონის ერთადერთი მიზანია გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ქართული მხარის მიერ გამოითქვა მზაობა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში, საერთაშორისო პარტნიორების ყველა სამართლებრივი შენიშვნის გახილვასთან დაკავშირებით. მხარეებმა ასევე ისაუბრეს 2024 წელს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე. აღინიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის მიზნით წერილი თებერვალში გაუგზავნა. ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანია გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება. ასევე ხაზი გაესვა ხელისუფლების მზაობას, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დამკვირვებლების მიერ თავიანთი ფუნქციების ეფექტიანად შესრულებას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე. ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში 15 მაისს დასრულდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია იან ბორჯის შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
ნანახია: 657
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის
უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ
თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს
ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

ინდონეზიამ დააკავა გემი, რომელსაც 426 მილიონი დოლარის მეტამფეტამინი და კოკაინი გადაჰქონდა
საზღვაო ფლოტის განცხადებით, ხელისუფლებამ გემი მაშინ დააკავა, როდესაც ის ცდილობდა შუქების
clickss