2025-10-19

00:30

კახა ოქრიაშვილი: „იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე“

საზოგადოება
30-04-2024 12:41

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 

ვუსმინე ძალით შეკრებილი ხალხის მიტინგზე „ოცნების“  ხელმძღვანელების გამოსვლებს. ისინი ერთხმად აგინებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს, მათ ღირებულებებს და თან ამბობენ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა 2030 წელს აუცილებლად გავხდებით. ჩემი აზრით, თუ წელს დასავლეთმა რუსეთს უკრაინაში უკან დაახევინა, ჩვენ კი დემოკრატიული სტანდარტების მისაღწევად აუცილებელ ცვლილებებს, ანუ იმ 9 ცხრა პუნქტს შევასრულებთ და რაც მთავარია, სამართლიან არჩევნებს ჩავატარებთ, უკვე 2025 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი. აი, მაშინ ქვეყანაში დამკვიდრდება წელგამართული მშვიდობა, სამართლიანობა და გვექნება უსწრაფესი ეკონომიკური პროგრესი.

მაშ, რატომ უპირისპირდება „ოცნება“ დასავლეთს?!  მათ იციან, რომ აგებენ არჩევნებს და სურთ, რადაც უნდა დაუჯდეთ, შეინარჩუნონ ძალაუფლება, თუნდაც ომის ფასად, ან  ჩვენი ქვეყნის რუსეთისთვის  ჩაბარების ხარჯზე და ამ გზაზე, ამ რუსული კანონპროექტით, სურთ გაანადგურონ თავისუფალი აზრი საქართველოში. ამით დასავლეთს პირდაპირ ეუბნებიან - ჩვენ ვაპირებთ არჩევნების გაყალბებით დარჩენას ხელისუფლებაში და თქვენ, როგორც წარსულში, ახლაც უნდა გვაღიაროთ ლეგიტიმურ ხელისუფლებად. აი, მთელი გუშინდელი ღონისძიების არსი ერთ აბზაცში ჩაეტია.

იმედს ვიტოვებ, „ოცნება“ 2024 წლის არჩევნებს არ გააყალბებს, რადგან ეს გამოიწვევს საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას და ლეგიტიმურ რევოლუციას, რისიც ძალიან ეშინიათ და რაზეც უკვე თავადვე ხმამაღლა საუბრობენ. იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე.

ოქტომბრამდე კი სამუშაო ბევრია, ვემზადებით ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილებისთვის!", - აღნიშნულია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

2025-10-13 10:31
საზოგადოება

გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ

გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ

2025-10-06 12:51
საზოგადოება

ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თით

ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თითქოს მხოლოდ პაატა ბურჭულაძე, მანჯგალაძე და სხვები არიან ამ პროცესში დამნაშავეები, რა თქმა უნდა, არა"

2025-10-06 12:06
საზოგადოება

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ ციფრულ სტომატოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს მაქს

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ ციფრულ სტომატოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიზუსტესა და ხარისხს

2025-10-06 11:15
საზოგადოება

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალი თაობის, განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალი თაობის, განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების გაცემას იწყებს

2025-10-04 14:52
საზოგადოება

ილია მეორემ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა

ილია მეორემ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები