2024-10-15

03:17

სამედიცინო საზოგადოება ჰიპერტენზიის პირისპირ 3 წლიან მარათონში ერთიანდება “ბრძოლა მომავლისთვის 50/27”

ჯანდაცვა
30-04-2024 12:25

 

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ინიციატივით და ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ მხარდაჭერით,  სამედიცინო ასოციაციები  და დარგის წამყვანი სპეციალიტები  ჰიპერტენზიასთან ბრძოლის 3-წლიან მარათონში გაერთიანდნენ.

მასშტაბურ კონფერენციას, რომელიც კამპანიის „სამედიცინო საზოგადოება ჰიპერტენზიის პირისპირ“ ფარგლებში გაიმართა, ესწრებოდნენ  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ზაზა ლომინაძე,  საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები (პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები,  კარდიოლოგები, ენდოკრინოლოგები, ნევროლოგები),  მედიის წარმომადგენლები  და სხვა ოფიციალური პირები.

შეხვედრის მიზანს, საქართველოს  სამედიცინო საზოგადოების  3 წლიან პერპექტივაში ჰიპერტენზიასთან ბრძოლაში გაერთიანება წარმოადგენდა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოებისა  და სხვა ასოციაციების პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს “ბრძოლა მომავლისთვის 50/27“, რაც 2027 წლისთვის საქართველოში ჰიპერტენზიის კონტროლის 17-დან  50 პროცენტამდე  გაუმჯობესებას გულისხმობს.

ღონისძიებაზე  საქართველოს კარდიოლოგთა  საზოგადოების პრეზიდენტმა, არჩილ ჩუხრუკიძემ მოწვეულ სამედიცინო საზოგადოებასა და მედიას ჰიპერტენზიის წინააღმდეგ  ბრძოლის  ახალი ინიციატივა გააცნო: „კომპანია „სერვიესთან“ ერთად არაერთი სასარგებლო პროექტი განვახორციელეთ,  მაგრამ აღნიშნული ინიციატივა  განსაკუთრებულია. ის ეძღვნება საკმაოდ სერიოზულ პრობლემას -  მაღალი არტერიული წნევა და დაავადებასთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები. აღნიშნული ინიციატივა მიმართულია, რათა გავაცნოთ საზოგადოებას  დაავადების სიმძიმე  და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩამოვუყალიბოთ მათ სერიოზული დამოკიდებულება ჰიპერტენზიის, როგორც მძიმე და ჩუმი დაავადების მიმართ. კერძოდ,  როგორ  შეაფასონ მაღალი არტერიული წნევა, როგორ  იმკურნალონ,  როგორ  მოიქცნენ, მაშინ როდესაც წნევა მაღალია და ა.შ. დიდი იმედი მაქვს, რომ  ეს პროექტი აღმოჩნდება სასარგებლო, როგორც ჯანდაცვის სექტორისთვის, ისე თითოეული ადამიანისთვის“.

ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლების გლობალური პროექტი “გაიზომე წნევა, ამაშენთვის გეუბნები”,  ყოველი წლის მაისში უკვე მე-7 წელია მიმდინარეობს კომპანია “სერვიეს”, საქართველოს ჰიპერტენზიისა და კარდიოლოგთა ასოციაციის  ერთობლივი ინიციატივით. წელს კი პროექტი ახალი კამპანიის სახით “სამედიცინო   საზოგადოება ჰიპერტენზიის პირისპირ   უფრო მასშტაბურ  და პერმანენტულ ხასიათს იღებს. 

 „მივესალმებით ყველა იმ ინიციატივას, რომლის მიზანიც  დაავადების  დროული დიაგნოსტიკა და  პრევენციაა, იმისთვის  რომ ადამიანები აღარ ავადდებოდნენ.  მითუმეტეს როდესაც ეს ინიციატივა  იკვეთება  პროფესიონალებისა და სპეციალისტებისგან. ამ გზით, რა თქმა უნდა,  შევძლებთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინდიკატორები იყოს მუდმივად გაუმჯობესებული და ასევე, მუდმივად ვითარდებოდეს ზოგადად, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, “ - აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვან მიმართულებად  შეაფასა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

 მნიშვნელოვანია, რომ პროექტი თავისი არსით მოიაზრებს არამხოლოდ  მოსახლეობის  ცნობიერების ამაღლებას, არამედ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების მეტ ინფორმირებულობას დაავადების მართვის შესახებ. ჰიპერტენზია წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრობლემას, შესაბამისად, სამედიცინო ასოციაციებისა  და  ამ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების ერთიანი ძალისხმევა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, რათა   დროულად მოხდეს დაავადების იდენტიფიცირება, მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად.

დღეისათვის, არსებული ოფიციალური მონაცემებით, (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO)  2023 წლის მონაცემებზე დაყრდნობით), საქართველოში, მოსახლეობის მხოლოდ 17%-ში ხდება არტერიული წნევის კონტროლი და   საერთაშორისო სახელმძღვანელოებით დაწესებული სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა. შესაბამისად, ჰიპერტენზია როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, ჯანდაცვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა, რაც კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. მოსახლეობის ინფორმირება კი პირველი ნაბიჯებია დაავადების მართვის გზაზე. 

„ნამდვილად,  მნიშვნელოვანი დღეა - სამედიცინო საზოგადოება ჰიპერტეზიის პირისპირ ერთიანდება. საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაცია, ჰიპერტენზიის საზოგადოება და კომპანია „სერვიეს“ ერთობლივი ინიციატივით, საფუძველი ჩაეყარა პროექტს,  რომლის მიზანიც არის ქვეყანაში ჰიპერტენზიის ეფექტური მართვის და კონტროლის გაუმჯობესება.   პროექტმა სტარტი მემორანდუმის ხელმოწერით აიღო, რომელზეც ხელი სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებმა  და წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებმა მოაწერეს,  ეს  არის დაპირება იმისა, რომ სამედიცინო  საზოგადოება ერთიანდება, რითაც ქვეყანაში ჰიპერტენზიის კონტროლის გაუმჯობესებაზე იზრუნებს. 2027 წლისთვის წლევანდელი  მაჩვენებელი - 17% აუცილებლად 50%-მდე გაიზარდოს, ეს არის  მნიშვნელოვანი პროექტი, რაც საშუალებას მოგვცემს  უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადარჩეს და ჰიპერტენზიით გამოწვეული გართულებები შემცირდეს,“ - პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, მაია ხეცურიანმა.

 „ჰიპერტენზია საფრთხეა არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. მაგალითად, საფრანგეთის მოსახლეობის 30 პროცენტს ჰიპერტენზია აწუხებს, ამის შესახებ მოსახლეობის მხოლოდ 50-მა პროცენტმა იცის. აქედან გამომდინარე, დაავადების გამოვლენის დონის ამაღლება და ასევე პრევენციის გაზრდა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ცნობილია, რომ წნევის რეგულარული კონტროლი და ჯანსაღი ცხოვრების წესი, შეუცვლელი რეცეპტია. ჩემი მთავარი გზავნილიც სწორედ ეს იქნება,“ - აღნიშნა  საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ.

„მოგეხსენებათ, არტერიული ჰიპერტენზია ერთ-ერთი მძიმე  დაავადებაა მთელ მსოფლიოში, მითუმეტეს საქართველოში. კომპანია „სერვიე“,  რომელიც საქართელოში 20 წელიწადზე მეტია აქტიურად მოღვაწეობს, საკმაოდ   მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს დაავადების გამოვლენისა და პრევენციის მიმართულებით. უკვე მრავალი წელია კომპანიასთან   სახელმწიფო აქტიურად თანამშრომლობს, რათა  შევამციროთ საქართველოში ის ციფრები, რაც დღეს ფიქსირდება არტერიული ჰიპერტენზიის კუთხით. საკმაოდ ხშირია შემთხვევა, რომ როდესაც პაციენტი არ მკურნალობს ან თუ მკურნალობს, არ არის მისი ამყოლობა მიღწეული სათანადო დონეზე, როგორც  ეს ევროპის ან ამერიკის ქვეყნებშია.   დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ 2027 წლისთვის აუცილებლად მივაღწევთ 50 პროცენტიან მაჩვენებელს, “ - განმარტა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.

 

მსგავსი სიახლეები

2024-10-07 18:19
ჯანდაცვა

ცოცხალი ჯაჭვის აქცია ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტთა მხარდასაჭერად

ცოცხალ ჯაჭვში ასევე მონაწილეობენ პაციენტები, ექიმები, მხარდაჭერი კომპანიების წარმომადგენელები და მედია, რომლებიც კიდევ ერთელ

2024-09-18 11:45
ჯანდაცვა

PSP-ს ბლოგი: როგორ წარმოვაჩინოთ ნაკვთების სილამაზე მინიმალური მაკიაჟით — რჩევები მოზარდებს?

განურჩევლად იმისა, თვალებზე გსურთ აქცენტის გაკეთება, ტუჩის ფორმის უკეთ წარმოჩენა გინდათ თუ

2024-08-16 16:12
ჯანდაცვა

PSP-ს ბლოგი: პერმანენტული მაკიაჟი

პერმანენტული მაკიაჟი, რომელსაც ასევე კოსმეტიკურ ტატუირებას უწოდებენ, ძალიან პოპულარული კოსმეტიკური პროცედურაა. სახის ნაკვთების

2024-08-07 13:03
ჯანდაცვა

PSP-ს ბლოგი: ნიღბები სახის კანისთვის

სახის ნიღბები კანის მოვლის რუტინის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ისინი გვეხმარება კანის სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში

2024-07-31 14:51
ჯანდაცვა

„ჩემი ახალი გზა სკა-სთან ერთად“ - პაციენტებმა და ექიმებმა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარე

ღონისძიებაზე პაციენტებმა და პაციენტის ოჯახის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები