გერმანულმა დრონების მწარმოებელმა უკრაინაში კიდევ ერთი ქარხანა გახსნა
გერმანულმა Quantum-Systems GmbH-მა, რომელიც სპეციალიზირებულია უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაში, უკრაინაში კიდევ ერთი საწარმო გახსნა. ამის შესახებ კომპანიის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
ახალი ქარხანა გახდება Quantum Systems-ის უკვე მეორე საწარმო უკრაინაში: იგეგმება, რომ წლის ბოლომდე მასში 100 ადამიანი დასაქმდება. პროგნოზების მიხედვით, ახალი საწარმოს წყალობით, კომპანიის საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 1 ათას უპილოტო საფრენ აპარატამდე გაიზრდება.
Quantum Systems-ის სადაზვერვო დრონები "ვექტორი" უკრაინაში გასული წლის მაისიდან გამოიყენებოდა. დღეისათვის German Enablement Initiative-ის ფარგლებში უკრაინას 212 სისტემა მიეწოდა. წლის ბოლომდე ისინი გეგმავენ 500-მდე სადაზვერვო დრონების მიწოდებას Quantum Systems-ის ფარგლებში.
შეგახსენებთ, რომ UNIAN-ი ადრე წერდა, რომ "ვექტორმა" განსაკუთრებული როლი შეასრულა სევერსკის დონეცის ბრძოლაში ლუგანსკის რაიონის სოფელ ბელოგოროვკას მახლობლად. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში კომპანია უკრაინას 100-მდე Trinity UAV-ს სისტემის სხვადასხვა მოდელის უპილოტო საფრენ აპარატებსაც მიაწვდის.
ნანახია: 836
მსგავსი სიახლეები
ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა
ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა
ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა
ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას
ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას
უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა
უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა
მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
clickss