2024-12-03

21:58

მხარეებმა მახტუმკულის ლექსების ქართულ ენაზე გამოშვების თაობაზე ისაუბრეს

განათლება
20-04-2024 16:33

2024 წლის 19 აპრილს თურქმენეთის დელეგაციამ თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ალაბერდი აშიროვის ხელმძღვანელობით შეხვედრა გამართა საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილთან.

შეხვედრისას მხარეებმა აღნიშნეს, რომ კულტურული და ჰუმანიტარული კავშირები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში, რომელიც დაფუძნებულია მეგობრობის, ურთიერთპატივისცემისა და ნდობის პრინციპებზე.

მ.გონაშვილმა დელეგაციას დიდი თურქმენი პოეტის ლექსების კრებულის ქართული თარგმანი გადასცა, რომელიც მახტუმკულის 300 წლის იუბილეს ეძღვნება. მან გამოიჩინა ინიციატივა, რომ უახლოეს მომავალში გამოსულიყო მისი ლექსების კრებული ქართულ ენაზე და აღნიშნა, რომ ეს ხელს შეუწყობს ფართო ქართველი აუდიტორიის გაცნობას აღმოსავლეთ მახტუმკულის დიდი ფილოსოფოსისა და მოაზროვნის შემოქმედებას, რომელიც განუყოფელი კომპონენტია მსოფლიო სულიერი კულტურის.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ თურქმენეთისა და საქართველოს შემოქმედებით და მეცნიერულ ინტელიგენციას შორის აქტიური თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს მეგობრობასა და ურთიერთგაგებას ორ ქვეყანასა და ხალხს შორის.

მსგავსი სიახლეები

2024-10-02 14:56
განათლება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა ალექსანდრე წულაძემ დაიკა

ალექსანდრე წულაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო და რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტები. არის

2024-09-24 11:34
განათლება

ინტერნაცინალურმა მაარიფის სკოლებმა, მონაწილეობა მიიღეს მარნეულობა 2024-სადმი მიძღვნილ ღონისძიებაში

“მაარიფის საერთაშორისო სკოლები საქართველოში” წარმოადგენს ახალ სიტყვას ქვეყნის განათლების სისტემაში. სკოლა, რომელიც თურქული

2024-09-17 10:55
განათლება

ახალი სასწავლო წლის პირველი დღე მაარიფის სკოლების თბილისისა და მარნუელის კამპუსებში!

ინტერნაციონალური მაარიფის სკოლებში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს თავის საგანმანათლებლო საქმიან

2024-09-12 11:44
განათლება

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქმენი პოეტის მახტუმკული ფრაგის სახელობის აუდიტორია გაიხსნა!

აუდიტორიის წინაშე პრეზენტაცია გაიმართა საქართველოში თურქმენეთის საელჩოს მიერ სოხუმის სახელმწიფო

2024-09-09 10:30
განათლება

სწავლა ევროპაში: რჩევები სტუდენტებისთვის ETIAS-ის სამოგზაურო ავტორიზაციის შესახებ

ამჟამად ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანას, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკასა და





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები