თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის შეხვედრა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტთან
2024 წლის 18 აპრილს თბილისში გაიმართა შეხვედრა თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ ალაბერდა აშიროვსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს როინ მეტრეველს შორის. შეხვედრაზე განიხილეს მეცნიერებისა და ახალი ტექნოლოგიების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები და ყველაზე აქტიური მიმართულებები.
მხარეები გაეცნენ მათ ქვეყნებში მიმდინარე რეფორმებს, ასევე აკადემიურ სისტემაში მიღწევებს. განსაკუთრებით აღინიშნა ორი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიებს შორის მანამდე გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის როლი ორი ქვეყნის მეცნიერებს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარებაში.
მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ერთობლივი კონფერენციების, სემინარების, ფორუმების გამართვის, ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების მომზადების მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო და საგანმანათლებლო კავშირების შემდგომ განვითარებას.
ნანახია: 582
მსგავსი სიახლეები
clickss