2025-05-09

10:42

მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, გაიმართა თურქმენეთის პოეტისა და ფილოსოფოსის მახტუმკული ფრაგის 300 წ. მიძღვნილი საიუბილეო საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია

განათლება
18-04-2024 20:47

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, დღეს გაიმართა თურქმენეთის დიდი პოეტისა და ფილოსოფოსის მახტუმკული ფრაგის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენციას შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა და საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დოვლეტმირატ სეიტმამედოვმა.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო სპეციალურად ამ დღისათვის ჩამოსულმა თურქმენეთის დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ალაბერდი აშიროვი და სხვა ოფიციალური პირები.

აღნიშნულ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქართული საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები და ჟურნალისტები.

საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებმა თავის გამოსვლებში ისაუბრეს საქართველო-თურქმენეთს შორის არსებულ თანამშრომლობაზე და აღნიშნეს, რომ თურქმენეთის დიდი პოეტისა და ფილოსოფოსის მახტუმკული ფრაგის შემოქმედება ერთ-ერთი საუკეთესოა თანამედროვე პოეზიაში. ითქვა ისიც, რომ მისი ლექსები ნათარგმნია ქართულ ენაზეც და ამ ლექსების მოსმენა ისეთივე სასიამოვნო და ამაღელვებელია, როგორც ქართველი პოეტების.

თურქმენეთის დიდი პოეტისა და ფილოსოფოსის მახტუმკული ფრაგის 300 

წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია ორგანიზებული იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და საქართველოში თურქმენეთის საელჩოს მიერ

საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციის მსვლელობისას ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი მახტუმკული ფრაგის მოღვაწეობის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ თურქმენი პოეტი მახტუმკული ფრაგი გახლდათ თურქმენი ერის გამოჩენილი წარმომადგენელი, ფილოსოფოსი, თურქმენული ენის ფუძემდებელი, ჰუმანიტარი, ლიტერატორი, ჰუმანისტი, პატრიოტი და მოაზროვნე, რომელიც XVIII საკუნეში მოღვაწეობდა. მისი ნაწარმოებები ნაწილობრივ თარგმნილია ქართულ ენაზე.

 

უკან დაბრუნება

ნანახია: 1382

მსგავსი სიახლეები

2025-04-30 10:14
განათლება

კომპანია „ბეკო“-სთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 29 აპრილს, თურქოლოგიის მიმართულებისა და თბილისის

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" წევრ, საყოფაცხოვრებო ტექნიკის საერთაშორისო

2025-04-29 12:17
განათლება

პროექტ PRODIGE-ის ძირითადი მიზნებია: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრ

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილეებმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ PRODIGE

2025-04-28 14:08
განათლება

ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე თემატური ბანაკი გაიხსნა, რომელიც წელს რვა ნაკადად ჩატარდებ

ღონისძიების დასასრულს დისკუსია გაიმართა და ახალგაზრდებმა მინისტრებს მათთვის საინტერესო საკითხებთან

2025-04-24 11:06
განათლება

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაციამ თბილისის მარიფის სკოლაში გამართულ 23 აპრილის ეროვნული სუვერე

ბავშვების თვალებში აკიაფებულმა სიხარულმა და ღიმილმა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა ამ

2025-04-18 15:47
განათლება

განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინური ენის სწავლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ამ ეტაპზე ჩინური ენა, დამატებითი მომსახურების სახით, 15 სკოლაში ისწავლება. ვინაიდან მის შესწავლაზე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები