2025-04-12

10:14

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

პოლიტიკა
13-04-2024 20:31

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა. შეხვედრა 12 აპრილს, ასტანაში გაიმართა.

შეხვედრაზე აღინიშნა ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და ყაზახეთს შორის.

პრეზიდენტმა ტოკაევმა განაცხადა, რომ ყაზახეთი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს და ყაზახეთში დიდ პატივს სცემენ ქართველ ხალხს, ისტორიასა და კულტურას, რაზეც მეტყველებს ყაზახი ტურისტების მზარდი რიცხვი საქართველოში.

ასევე, ყაზახეთის პრეზიდენტმა ქართულ მხარეს მიულოცა ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობა. ხაზი გაესვა ყაზახეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებისთვის.

აღინიშნა საპარლამენტო დიპლომატიის როლი ორმხრივ ურთიერთობებში. შეხვედრაზე მიმოიხილეს თანამშრომლობა ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის სექტორებში.

აღინიშნა „შუა დერეფნის“ მზარდი მნიშვნელობა და პოტენციალი. მხარეებმა აგრეთვე განიხილეს ყაზახეთსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენები და რეფორმები.

​საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი; თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი; უზბეკეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი; აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი სოზარ სუბარი.

მსგავსი სიახლეები

2025-04-11 13:30
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში - „პარ

ის აკავშირებდა ევროპას აზიასთან, დასავლეთს აღმოსავლეთთან, მათ შორის ეკონომიკურ განზომილებაში

2025-04-11 12:25
სპორტი

ქართველი მოჭიდავე სოლომონ მანაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ფინალამდე სოლომონ მანაშვილმა მოლდოველი გეორგ ერჰანი, საბერძნეთის სახელით მოასპარეზე აზამატ ხოსონოვი

2025-04-10 17:23
პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

რეზოლუციის ტექსტში ხაზგასმულია, რომ ამჟამად ასამბლეაში საქართველოს დელეგაცია არ არის წარმოდგენილი

2025-04-10 17:10
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

2025 წლის ფორუმის მთავარი თემაა „დიპლომატიის აღდგენა ფრაგმენტულ სამყაროში" და ის უკვე მეოთხედ იმართება

2025-04-09 12:19
სპორტი

VIDEO: გივი მაჭარაშვილი ევროპის სამგზის ჩემპიონია!

მეოთხედფინალში გივი მაჭარაშვილმა პოლონელი რადოსლავ ბარანი, ნახევარფინალში კი უნგრელი რიჩარდ ვეგი დაამარცხა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები