2025-10-16

09:22

ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა!

სამართალი
12-04-2024 10:52

თბილისში, 2023 წ. 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციებზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად შარაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

პროცესის შემდეგ კომენტარი გააკეთა ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ და განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადის საქმე სტრასბურგის სასამართლოში წავა.

„სასამართლომ მიიღო ყოვლად არასამართლიანი, დაუსაბუთებელი და სამარცხვინო გადაწყვეტილება. დაცვის მხარე მივდივართ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. უკვე მზად გვაქვს განცხადება ლაზარეს შეწყალების მოთხოვნით. იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი არ შეიწყალებს ლაზარეს, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება. ეს იქნება სამოქმედო გეგმა, თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, სააპელაციო სასამართლოც, ჩვენი ვარაუდით, თუ პრეზიდენტმა არ შეიწყალა ლაზარე, დატოვებს ძალაში ამ დაუსაბუთებელ და არაკანონიერ განაჩენს. მოსამართლეს არანაირი პირდაპირი მტკიცებულება არ ჰქონდა“, – განაცხადა ლიკა ბითაძემ.

ლაზარე გრიგორიადისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე 2023 წლის მარტის აქციებისას პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედებოდა ბრალი. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გასული წლის 31 მარტს შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისმა საპროტესტო აქციაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რის შედეგად სამართალდამცველებმა დაზიანება მიიღეს.

გამოძიების ცნობითვე, ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.

უკან დაბრუნება

ნანახია: 1300

მსგავსი სიახლეები

2025-10-09 14:42
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე

2025-10-09 11:34
სამართალი

ამოღებულია 42 შეკვრა "მეთადონი" - შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა

ამოღებულია 42 შეკვრა "მეთადონი" - შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა

2025-10-07 14:09
სამართალი

პროკურატურამ პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

2025-10-07 11:26
სამართალი

საქართველოდან უცხო ქვეყნის 27 მოქალაქე გააძევეს

საქართველოდან უცხო ქვეყნის 27 მოქალაქე გააძევეს

2025-10-06 23:45
სამართალი

შს მინისტრის მოადგილე - 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იდენტიფიცირებულია

შს მინისტრის მოადგილე - 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი, საიდანაც უკვე დაკავებულია 13, ორი ჯერჯერობით იმყოფება მიმალვაში





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები