2025-10-19

00:22

ბათუმი ევროპის საუკეთესო მიმართულებების ოცეულშია

საზოგადოება
11-04-2024 15:38

სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations-ი 2024 წლის ევროპის საუკეთესო მიმართულებებს ასახელებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუკეთესო ოცეულში ევროპის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილებთან ერთად ბათუმიც მოხვდა. საუკეთესო ევროპული ტურისტული მიმართულებები მსოფლიოს 172 ქვეყნიდან მილიონზე მეტმა ადამიანმა European Best Destinations-ის პლატფორმის საშუალებით შეარჩია.

„ბათუმი ყველაზე ტრენდულ მიმართულებებს შორისაა, დაივიწყეთ ბარსელონა და ბერლინი, ბათუმი უფრო მეტად საოცარი, ამაღელვებელი, ხელმისაწვდომი და ეგზოტიკურია. ბათუმში ისტორია თანამედროვეობას ერწყმის, აქ, აჭარის რეგიონში აღმოაჩენთ ხელუხლებელ ბუნებას. აქ შეგიძლიათ, სანაპიროზე დღეები გაატაროთ, აქაურობა საინტერესოა ღამის ცხოვრების მოყვარულთათვის. აჭარაში კარგად დაისვენებთ ოჯახთან, მეგობრებთან ერთად. აქ გელოდებათ რომანტიკული დღეები. აჭარაში დააგემოვნებთ რეგიონის გემრიელ კერძებს. ბათუმი მოგზაურობის სენსორია, ეს უნიკალური და დაუვიწყარია ადგილია მთელ მსოფლიოში“, – წერს European Best Destinations-ი ბათუმის შესახებ.

პლატფორმაზე აღწერილია აჭარის კლიმატი, ბუნება, მაღალმთიანი აჭარა, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ძველი ბათუმის არქიტექტურა და ქალაქის ცხოვრების სტილი.

„ბათუმი მრავალფეროვანი კულტურისა და რელიგიის სახლია, აქ მართლმადიდებლური, კათოლიკური და სომხური ეკლესიები, მეჩეთები და სინაგოგები, საუკუნეებია, ჰარმონიულად არსებობენ, კარგი იქნება თუ ამ ცხოვრების წესს მივბაძავთ. ბათუმში ზღვისა და მთების ულამაზესი პეიზაჟებია, აჭარაში აღმოაჩენთ უძველეს კულტურულ ძეგლებს, მონასტრებს, შუა საუკუნეების თაღოვან ხიდებს, ულამაზეს ტბებს და სოფლებს, სადაც შენარჩუნებულია ავთენტურობა, თქვენ აქ დროში იმოგზაურებთ“, – წერს European Best Destinations-ი.

უკან დაბრუნება

ნანახია: 1235

მსგავსი სიახლეები

2025-10-13 10:31
საზოგადოება

გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ

გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ

2025-10-06 12:51
საზოგადოება

ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თით

ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თითქოს მხოლოდ პაატა ბურჭულაძე, მანჯგალაძე და სხვები არიან ამ პროცესში დამნაშავეები, რა თქმა უნდა, არა"

2025-10-06 12:06
საზოგადოება

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ ციფრულ სტომატოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს მაქს

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ ციფრულ სტომატოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიზუსტესა და ხარისხს

2025-10-06 11:15
საზოგადოება

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალი თაობის, განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალი თაობის, განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების გაცემას იწყებს

2025-10-04 14:52
საზოგადოება

ილია მეორემ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა

ილია მეორემ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები