საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელთათვის ვიზების ორმხრივი გაუქმების შესახებ

სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება. ამის შესახებ ოთხშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელთათვის სავიზო რეჟიმისგან ურთიერთგათავისუფლების შესახებ.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ი. დარჩიაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა.
მინისტრის თქმით, ეს შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში გამგზავრებას. „საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმის არსებობა მნიშვნელოვანი გარემოებაა როგორც ხალხებს შორის მეგობრობის გაღრმავების, ასევე ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარებისა და გაღრმავების თვალსაზრისით“, - აღნიშნა ი. დარჩიაშვილმა.
თავის მხრივ, ჭოუ ციენმა განაცხადა, რომ უვიზო რეჟიმი, რომელიც მალე ამოქმედდება, საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს უკეთ გაიცნონ ჩინეთი და შეუქმნას ახალი შესაძლებლობები როგორც ქართველ, ასევე ჩინელ ბიზნესმენებს. "ეს არის ახალი მიღწევა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში. ეს ადასტურებს, რომ ჩინეთი და საქართველო არიან თანაბარი პარტნიორები, რომლებიც ინარჩუნებენ ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს", - აღნიშნა ელჩმა.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი საქართველოს მხრიდან 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების შესახებ კი, მიმდინარე წლის 26 თებერვალს გახდა ცნობილი.
ნანახია: 1044
მსგავსი სიახლეები

სპორტის მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა
შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის სპორტის სფეროში ურთიერთობების განმტკიცებასა და თანამშრომლობ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სინოლოგიის მიმართულების ახალი წიგნის "ჩინეთმცოდნეობის საფუძვ
ახალი წიგნის "ჩინეთმცოდნეობის საფუძვლები" პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში ჩინეთის საელჩოს

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობისა და საქართველოში სხვადასხვა საზოგადოებრივი

ჩინეთის ელჩი საქართველოში ახალგაზრდობის სააგენტოს ეწვია და ახალგაზრდული პარლამენტის სტუდენტებს შეხვდ
დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი ეწვია ახალგაზრდობის სააგენტოს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა „The China Food
ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის მსგავსი
clickss