2024-10-18

08:16

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში დაინიცირდა

პოლიტიკა
04-04-2024 10:41

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში გუშინ დაინიცირდა. ცვლილებები მომავალი კვირის ორშაბათს ბიუროს სხდომას წარედგინება, რის შემდეგაც მასზე მსჯელობა დაიწყება. ამის თაობაზე პარლამენტის ადმინისტრაცია იუწყება.

ცვლილებები „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს კი აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.

ამავე დროს, ცვლილებებით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. კანონპროექტი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს, ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.

ამასთან, პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს“. მონიტორინგის განხორციელების მიზნით კი, იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს უფლება ექნება, კანონის შესაბამისად საჭირო ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემი მოიძიოს. ერთსა და იმავე სუბიექტის მიმართ მონიტორინგის განხორციელება მხოლოდ ექვს თვეში ერთხელ იქნება დასაშვები.

„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის შეუვსებლობა გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები – იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან ათი სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას – 10 ათასი ლარი; თუ დოკუმენტებში ხარვეზები განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორდება, ჯარიმა 10 ათასი ლარი იქნება; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ათასი ლარის ოდენობით.

„ქართული ოცნებაში“ დღეს გაკეთდა განცხადება, რომ პარტია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ხელახლა წარადგენდა. „ოცნებაში“ განმარტეს, რომ კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით – კანონპროექტში ტერმინი „უცხოური აგენტი“ შეიცვლება და წარდგენილი იქნება შემდეგი ვარიანტი: „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

მსგავსი სიახლეები

2024-10-17 17:48
პოლიტიკა

ევროპის საბჭოს კონგრესის დეკლარაცია - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის

ამასთან, დეკლარაციაში ნათქვამია, რომ არსებობს მზარდი შეშფოთება საქართველოს ოფიციალური პირების ერთგულებაზე დაიცვან ევროპული

2024-10-16 14:20
პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება!

შეგახსენებთ ეკა გიგაურის მაშინდელ სკანდალურ განცხადებას - „ოცნებამ პირადობის ყალბი მოწმობების ბეჭდვა დაიწყო, რასაც სერვისების

2024-10-16 10:51
სპორტი

ისტორიული შედეგი - ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დაძლია და პლეი-ოფში ითამაშებს!

ამ გამარჯვებით, რამაზ სვანაძის გუნდმა, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა

2024-10-15 12:56
სპორტი

VIDEO/საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრა ალბანეთის წინააღმდეგ გამა

ერთა ლიგა არის ასევე მოსამზადებელი ეტაპი მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. აუცილებლად გვჭირდება სათადარიგო გეგმები განსხვავებული

2024-10-15 12:43
სპორტი

ქართველი სთრონგმენი ნიკა ლეკაიძე ევროპის ,,არნოლდ კლასიკის" აბსოლუტური ჩემპიონია

არნოლდ კლასიკზე" ცალკეულ მოძრაობაში ბრინჯაოს მედალი გიორგი ონიანმა მოიპოვა, ოქროს მედალს კი ლაშა ჯოხაძე დაეუფლა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები