2025-11-10

14:14

კახა ოქრიაშვილი: ხელისუფლების ასეთი წინააღმდეგობა ვეტინგზე სასამართლო სისტემის კორუმპირებულობის ერთგვარ მტკიცებულებად იქცა!

საზოგადოება
01-04-2024 12:16

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 

რას ნიშნავს მოსამართლეთა ვეტინგი?! ეს არის მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების მეთოდისა და კრიტერიუმების შემუშავება. ანუ .. სტანდარტული შემოწმებით დგინდება, არის თუ არა მოსამართლე კეთილსინდისიერი და შეესაბამება თუ არა დაკავებულ თანამდებობას. ვფიქრობ, ნაკლებად საინტერესოა, ვინ ამოწმებს - მთავარია, შემოწმდეს ხარისხიანად. გასაგებია, რომ ხელისუფლება, რომელიც თავად ნიშნავს მოსამართლეებს, მათ ხარისხიანად ვერ შეამოწმებს. ხელისუფლების ასეთი წინააღმდეგობა ვეტინგზე სასამართლო სისტემის კორუმპირებულობის ერთგვარ მტკიცებულებად იქცა!

ყველამ ვიცით, რომ თუ ქვეყანაში ძლიერი დამოუკიდებელი სასამართლო არ იქნება, მდგრადი ეკონომიკური ზრდა და მოსახლეობაზე ეკონომიკური ზრდის სამართლიანი გადანაწილება ვერ მოხდება. ხელისუფლების უარი აზარალებს, პირველ რიგში, თავად სასამართლოს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. თუ ვამოწმებთ ყველა სფეროს წარმომადგენელს, სპორტსმენიდან და მასწავლებლიდან დაწყებული, პრემიერ-მინისტრით დასრულებული, მაშინ რატომ ვამბობთ უარს მოსამართლეების შემოწმებაზე?! ხომ ვნიშნავთ მოსამართლეებს უვადოდ, სწორედ ამიტომ მუდმივად, ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ვამოწმოთ მათი კეთილსინდისიერება!

მომიტევეთ, მაგრამ განვმეორდები - თუ გვინდა, კარგად ვიცხოვროთ, ამ ქვეყანაში კორუფცია არ უნდა იყოს, რასაც მხოლოდ დამოუკიდებელი და პატიოსანი სასამართლო უზრუნველყოფს. იქნება კორუფცია?! ვიქნებით მშივრები და როგორი მშიერიც ახლაა ეს ქვეყანა, ასეთივედ დარჩება!", - აღნიშნულია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

2025-11-01 09:00
საზოგადოება

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს

2025-10-22 13:27
საზოგადოება

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია

2025-10-21 16:46
საზოგადოება

„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს

„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს

2025-10-13 10:31
საზოგადოება

გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ

გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ

2025-10-06 12:51
საზოგადოება

ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თით

ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თითქოს მხოლოდ პაატა ბურჭულაძე, მანჯგალაძე და სხვები არიან ამ პროცესში დამნაშავეები, რა თქმა უნდა, არა"





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები