აზიის ახალი „მილიარდერთა დედაქალაქი“ ინდოეთის ქალაქი მუმბაი გახდა
აზიის ახალი „მილიარდერთა დედაქალაქი“ ინდოეთის ქალაქი მუმბაი გახდა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
ჰურუნის კვლევითი ინსტიტუტზე დაყრდნობით Nikkei Asia პრესის ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, მუმბაიმ 92 მილიარდერით გაუსწრო ჩინეთის დედაქალაქ პეკინს და გახდა ქალაქი, სადაც აზიის კონტინენტზე ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს.
ანგარიშის მიხედვით, ნიუ-იორკში 119 მილიარდერია, ხოლო ლონდონში 97 მილიარდერი, მუმბაი კი მსოფლიოში მესამე ადგილზეა 92 მილიარდერით.
ინდოეთში სულ 271 მილიარდერია, მუმბაის ეკონომიკა კი 2023 წელს 7,5 პროცენტით გაიზარდა.
ჩინეთი 814 მილიარდერით სიის სათავეშია და ეს რიცხვი 2022 წელთან შედარებით 155-ით შემცირდა.
ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნის მილიარდერთა სიაში მეორე ადგილზეა 800 მილიარდერით.
აშშ-ს ჩიპების მწარმოებელი Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი, 48 მილიარდი დოლარით სიის 30-ეულში შევიდა, "სერიოზული ზრდა" დაფიქსირდა ასევე Google-ის, Meta-სა და Microsoft-ის მფლობელების ქონებაში.
ტექნოლოგიურ სექტორში სიმდიდრის ზრდის გარდა, აღსანიშნავია, რომ ამერიკელი მომღერლის ტეილორ სვიფტის ქონება 1,2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ნანახია: 791
მსგავსი სიახლეები
ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა
ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა
ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა
ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას
ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას
უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა
უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა
მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
clickss