2025-10-23

15:29

ისტორიაში პირველად - ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს

სპორტი
26-03-2024 23:54
თბილისში, „დინამო არენაზე“ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთს უმასპინძლა. ისტორიული მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით ანგარიშით 4:2 (პენალტების სერიაში) დასრულდა.
მოპოვებული გამარჯვებით ქართველმა ფეხბურთელებმა „ევრო 2024“-ის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვეს.
მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა 4:2 იმარჯვა.
ეროვნული ნაკრებიდან გოლები გაიტანა გიორგი ქოჩორაშვილმა, ზურა დავითაშილმა, ლაშა დვალმა და ნიკა კვეკესკირმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში ლუქსემბურგის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. თამაშისას დუბლი ბუდუ ზივზივაძემ შეასრულა.
ფეხბურთში „ევრო 2024“-ს 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიის ქალაქები უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა F ჯგუფში. მასთან ერთად ჯგუფში ითამაშებენ: პორტუგალია, ჩეხეთი, და თურქეთი.
პირველ თამაშს საქართველო 18 ივნისს გამართავს თურქეთის წინააღმდეგ.
გიორგი ოთინაშვილი
 
უკან დაბრუნება

ნანახია: 1237

მსგავსი სიახლეები

2025-10-08 14:20
სპორტი

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

2025-10-03 17:18
სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

2025-10-02 12:54
სპორტი

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები