2025-06-06

07:52

თბილისის "გრანდ სლემის" ბოლო დღეს საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროსა და ერთ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

სპორტი
26-03-2024 13:22
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისმა ,,გრანდ სლემს'' უმასპინძლა. ტურნირის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროსა და ერთ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ლაშა ბექაურმა (90 კგ) ფინალში აზერბაიჯანელ ელჯან ჰაჯიევს მოუგო და თბილისის „გრანდ სლემზე“ ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა. +100 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა გურამ თუშიშვილმა, რომელმაც აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს სძლია. ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დასჯერდა საბა ინანეიშვილი, რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ყაზახი იერასილ კაზიბაევი დაამარცხა.
ფინალურ ორთაბრძოლებს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ესწრებოდა. იოსებ ბაღათურიამ ტურნირზე 90 კგ წონითი კატეგორიის მედალოსნები დააჯილდოვა.
აღსანიშნავია, რომ „გრანდ სლემის“ დასკვნით დღეს სახელოვანი ქართველი ძიუდოისტის, ვარლამ ლიპარტელიანის, სპორტიდან გაცილების ცერემონია გაიმართა. ვარლამ ლიპარტელიანი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი იყო. 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე მან 90 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. კარიერის განმავლობაში სპორტსმენს მსოფლიოს ჩემპიონატებზე სამი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. ევროპის ჩემპიონობა მან სამჯერ იზეიმა, კონტინენტის პირველობაზე ექვსი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო, „გრანდ სლემზე“ კი სხვადასხვა დროს ექვსი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ექვსი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს „გრანდ სლემზე“ გამარჯვება კარიერაში პირველად იზეიმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ). ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში კანადელი ჯესიკა კლიმკლეიტი დაამარცხა. ტურნირზე წარმატებით იასპარეზა ლაშა შავდათუაშვილმაც (73 კგ); ძიუდოისტმა ფინალში ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე კარენ გალსტიანს სძლია და ჩემპიონობა იზეიმა.
ქართველმა ძიუდოისტებმა ტურნირზე სულ ხუთი მედალი - ოთხი ოქრო და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს და არაოფიციალურ გუნდურ ასპარეზობაზე ზედიზედ მეოთხედ პირველი ადგილი დაიკავეს.
თბილისმა „გრანდ სლემს“ მეოთხედ უმასპინძლა. პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობა 83 ქვეყნის 531 სპორტსმენმა მიიღო.

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

2025-05-21 05:51
სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს

ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

2025-05-19 11:31
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

2025-05-16 15:26
სპორტი

საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნ

ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის იყო შესაძლებლობა თავი ეჩვენებინათ არა მხოლოდ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები