2025-06-01

20:31

საქართველოში ონკო-ენდოკრინოლოგიის მიმართულებით რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

ჯანდაცვა
26-03-2024 12:02

18 მაისს, 10:00 საათზე, "გარდენ ჰოლში", საქართველოს ონკო-ენდოკრინოლოგთა ასიციაციის ეგიდით, რიგით მეორე საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია გაიმართება თემაზე "მკურნალობის თანამედროვე ტენდენციები ენდოკრინული, ნეიროენდოკრინული და ონკოლოგიური პათოლოგიების თანხვედრისას".

ღონისძების მიზანია, ონკო-ენდოკრინოლოგიის დარგში საერთაშორისო გამოცდილების, მსოფლიოში უახლესი მიღწევების შესწავლა და ჩვენი ქვეყნის პრაქტიკაში მათი დანერგვის ხელშეწყობა. კონფერენციის მომხსენებლები იქნებიან ემორის საუნივერსიტეტო კლინიკის წამყვანი პროფესორები ამერიკის შეერთებული შტატებიდან.აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს აკრედიტირებულ სერთიფიკატებთან ერთად შესაბამისი უსგ ქულებიც გადაეცემათ. ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა, აუცილებელია, წინასწარ გაიარონ რეგისტრაცია 2024 წლის 21 აპრილის ჩათვლით შესაბამის ბმულზე სარეგისტრაციო ფორმის შევსების მეშვეობით:

·         რეგისტრაცია - ონკოლოგებისთვისhttps://bit.ly/3x6aMOz

·         რეგისტრაცია - სტუდენტებისთვისhttps://bit.ly/3TufU6J

·         რეგისტრაცია - ენდოკრინოლოგებისთვისhttps://bit.ly/49aBcM9

ონკო-ენდოკრინოლოგია მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის ორგანიზმის ჰორმონდამოკიდებული და ჰორმონმაპროდუცირებელი სიმსივნეების ეტიოლოგიას და მკურნალობის მეთოდებს. ერთის მხრივ, ასეთი დაავადებების სტატისტიკურად სარწმუნო მატება, მისი გავრცელების ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს ორგანიზმის სხვადასხვა სისტემასა თუ ორგანოს, აუცილებელს ხდის, სხვადასხვა სპეციალობის მედიკოსების ჩართვას. მეორეს მხრივ, ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში ონკო-ენდოკრინოლოგიის, როგორც ცალკე სამედიცინო დარგის არარსებობა განაპირობებს ონკო-ენდოკრინოლოგიის ასოციაციის ჩამოყალიბების აუცილებლობას.

„საქართველოს ონკო-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის მიზანს წარმოადგენს პრობლემისადმი მულტიდიცსიპლინური მიდგომით, კერძოდ, ენდოკრინოლოგების, ონკოლოგიის სხვადასხვა სფეროში მომუშავე სპეციალისტების, ონკო-ქირურგების, პათომორფოლოგების, რადიოლოგების და ქიმიოთერაპევტების მჭიდრო თანამშრომლობით სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესება და პაციენტებზე ორიენტირებული მედიცინის ხელშეწყობა.

„საქართველოს ონკო-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის“ ორგანიზებით, პირველი და მასშტაბური საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია, 2019 წელს ჩატარდა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეულმა მსოფლიოს წამყვანმა ონკო-ენდოკრინოლოგებმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები გააცნეს.

მსგავსი სიახლეები

2025-05-20 16:54
ჯანდაცვა

ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თან

PSP-ს მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლისთვის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვის გამარტივებაა

2025-05-13 17:31
ჯანდაცვა

PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის

PSP ფარმა“ უახლოეს მომავალში გეგმავს ელექტრონული კომერციის პლატფორმის რეგიონის მასშტაბით

2025-05-02 12:13
ჯანდაცვა

ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები PSP ფარმას GDP სტანდარტის სერტიფიცირებულ საწყობს ესტუმრენ

ევროპული ბიზნეს ასოციაცია საქართველოში 2017 წლიდან ფუნქციონირებს და აერთიანებს 100-ზე მეტი

2025-04-28 10:52
ჯანდაცვა

ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP -ს ექსკლუზიური პარტნიორის იტალიური ბრენდის Curasept-

სტუდენტური კონკურსის ფარგლებში IV-V კურსის სტუდენტებისთვის პაროდონტოლოგიის ძირითადად

2025-04-22 10:12
ჯანდაცვა

საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებ

დღეიდან, 22 აპრილიდან, ლოქერით მოსარგებლე მომხმარებელს 50 ლარიან შენაძენზე ლოქერში





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები