საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, ალფარსლან ბაირაქტარს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ენერგეტიკის სექტორში. ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთს შორის ელექტროგადამცემი სისტემების მუშაობის უზრუნველყოფას პარალელურ რეჟიმში.
„აღინიშნა, რომ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ამ მიმართულებით ხორციელდება, ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგოსისტემის გამტარუნარიანობას და საიმედოობას, მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიით რეგიონულ ვაჭრობას და გაზრდის იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის შესაძლებლობებს მეზობელ ქვეყნებს შორის.
მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე რეგიონული ენერგეტიკული პროექტების ფორმატშიც. მათ შორის, ხაზი გაესვა ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული რესურსების მიწოდების მნიშვნელობას ევროპულ ბაზარზე. პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის დასახელდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტიც, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მიმდინარეობს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმართავენ ძალისხმევას, რათა საქართველო და თურქეთი გახდნენ ევროკავშირისთვის ენერგეტიკული რესურსების საიმედო მიმწოდებლები.
შეხვედრაზე ასევე წარიმართა საუბარი თანამშრომლობაზე ენერგეტიკულ სექტორში ახალგაზრდა კადრების მომზადების მიმართულებით“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
ნანახია: 985
მსგავსი სიახლეები

თუ ადრე 5-7 მაღაზიას ვხსნიდით, წელს 4-5-ის გახსნაა დაგეგმილი, რათა ხარჯები მინიმუმამდე დავიყვანოთ -
ამჟამად ყველა რაღაცის მოლოდინშია და ფულის დახარჯვა არ უნდა იმ დონეზე, რაზეც წესით უნდა იყოს

VIDEO: ბათუმმა ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენას EBIT 2025-ს უმა
EBIT 2025 ხელს უწყობს ტურიზმის სექტორში ინოვაციების გაცვლას, ბიზნესკონტაქტების გაფართოებასა

რით შეიძლება დავაინტერესოთ ინვესტორები? - მეჰმედ მელექის პასუხი
თუმცა, ბიზნესმენის აზრით, ქვეყანას მეტი მუშაობა სჭირდება უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა EBIT 2025 დასრულდა
შეგახსენებთ, რომ 9 მაისს, ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო

მაქსიმუმს არ ვაკეთებთ. საქართველოს თურქეთში ექსპორტის მეტი შესაძლებლობა აქვს - მეჰმედ მელექი
ამჟამად 2.3 მლრდ დოლარია თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა. აქედან 1.9 მლრდ დოლარის ექსპორტი
clickss