ევროკავშირი 2023 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს!

ევროკავშირმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც 2023 წლის საქმიანობის ძირითადი ასპექტებია შეჯამებული. „ევროკავშირი 2023 წელს“ აღწერს მთავარ პოლიტიკურ მოვლენებსა და მათ გავლენას ევროკავშირსა და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ადამიანებზე.
ანგარიშის პირველი თავი ეძღვნება მხარდაჭერას, რომელსაც ევროკავშირი უკრაინას რუსეთის აგრესიის ფონზე აწვდის.
„უკვე მეორე წელია, ევროპა გაერთიანებული ძალებითა და სიმტკიცით დაუდგა გვერდში უკრაინას“, — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიაენმა ანგარიშის წინასიტყვაობაში, — „ჩვენ გზა გავკვალეთ იმისათვის, რომ ევროკავშირს 4 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილისთვის ემასპინძლა და ორგანიზება გავუწიეთ მტკიცე ფინანსურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას, რომელიც ამ ეტაპზე 88 მილიარდ ევროზე მეტს შეადგენს. და ჩვენ ვაჩვენეთ, რომ უკრაინის გვერდით ვიდგებით მანამ, სანამ საჭირო იქნება“.
მან ასევე დაურთო, რომ ახალი „უკრაინის მექანიზმის“ მეშვეობით ევროკავშირი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დამატებით 50 მილიარდ ევროს გასცემს „საბაზისო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად, რათა სკოლები ღია დარჩეს და ხელფასები და პენსიები გაიცეს, სანამ უკრაინელი ხალხი დამპყრობლის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს“.
ანგარიში ასევე ეხება გასული წლის „ისტორიულ გაფართოების პაკეტს“. კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2023 წლის განმავლობაში საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილისადმი ერთგულება გამოავლინეს.
„გაწევრიანებისკენ მათი გზა მოიაზრებს სასამართლო სისტემების მიზნობრივ რეფორმებს, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას და უწყვეტ ძალისხმევას პოლიტიკური ლანდშაფტის გასაუმჯობესებლად — განსაკუთრებით დეოლიგარქიზაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებებით“.
აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით ანგარიშში აღნიშნულია, რომ 17 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ევროკავშირისთვის კვლავ რჩება რეგიონში მედეგობის გამაძლიერებელ მთავარ ინსტრუმენტად. 2023 წლის ბოლოსთვის გეგმით გათვალისწინებული ინვესტიციებით მობილიზებული იყო 8.6 მილიარდი ევრო, საიდანაც 5 მილიარდი ცალკეული ქვეყნების საფლაგმანო პროექტებს მოხმარდა.
დამატებითი ინფორმაცია
პრესრელიზი
ნანახია: 691
მსგავსი სიახლეები

უკრაინა 170 მილიარდი დოლარის ახალი SAFE პროგრამით ევროკავშირის თავდაცვით ძალისხმევას უერთდება
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბლოკის თავდაცვის სექტორის გასაძლიერებლად 150 მილიარდი

კიმ ჩენ ინს, უკრაინაში რუსეთის დახმარების გამო, შესაძლოა ომის დანაშაულში დასდონ ბრალი
ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს, შესაძლოა ბრალი წაუყენონ ომის დანაშაულში ჰააგაში

ავსტრალიამ განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ტანკებს გაუგზავნის
მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკამ საბოლოოდ დაიწყო გრძელი საზღვაო მგზავრობა ბრძოლის ველისკენ, აშშ-ის

თურქეთი იმედოვნებს, რომ სტამბოლის მოლაპარაკებები უკრაინა-რუსეთის მშვიდობისთვის ახალ ფურცელს გადაშლის
ფიდანმა დაამატა, რომ შეხვედრა ასევე მოამზადებს ნიადაგს ნატოს ივნისში ჰააგაში დაგეგმილი სამიტისთვის

ხამენეის მრჩეველი: ირანმა შეიძლება დათმოს გამდიდრებული ურანი აშშ-თან შეთანხმების ფარგლებში
ამერიკული მედიის ცნობით, ოთხშაბათს ირანის სულიერი ლიდერის ალი ხამენეის მრჩეველმა ალი შამხანიმ
clickss