მოსკოვში საკონცერტო დარბაზში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში საკონცერტო დარბაზში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა. მათ შორის 5 ბავშვია.
რუსული მედიის ცნობით, Crocus City Hall-ში კონცერტის დაწყებამდე დარბაზში ავტომატური იარაღით შეიარაღებული შენიღბული სულ მცირე 3 ადამიანი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.
ბოლო მონაცემებით, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობა კი 115-ს აღწევს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმის შემდეგ შენობაში აფეთქება მოხდა, ხანძარი გაჩნდა და შენობის სახურავი ჩამოინგრა.
შემთხვევის ადგილზე უამრავი სასწრაფო დახმარების მანქანა და სპეცრაზმი იქნა მობილიზებული.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა "მთელ მსოფლიოს დაგმოს მოსკოვში განხორციელებული „ტერორისტული აქტი“.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, რომ მოსკოვის "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. სააგენტო აღნიშნავს, რომ ინფორმაცია "ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარ "ტელეგრამ არხზე" გაავრცელა.
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა შაბათ-კვირას გააუქმოს ყველა სპორტული, კულტურული და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიება მოსკოვში.
ნანახია: 717
მსგავსი სიახლეები

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა
ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას
ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა
უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
clickss