ცესკოს თავმჯდომარემ იტალიის ელჩს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოში იტალიის ელჩთან მასიმილიანო დ’ანტუონოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრა 19 მარტს ცესკოში გაიმართა და მხარეებმა მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილეს. გიორგი კალანდარიშვილმა იტალიის ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია 2024 წლის 26 ოქტომბერს გასამართი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა საარჩევნო რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ ტექნოლოგიურ სიახლეებსა და უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესებში დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობა, მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გაცნობა ადმინისტრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია კვლავ აქტიურად გააგრძელებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს.
ნანახია: 996
მსგავსი სიახლეები
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს
IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია
IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია
„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს
„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს
გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ
გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ
ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თით
ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თითქოს მხოლოდ პაატა ბურჭულაძე, მანჯგალაძე და სხვები არიან ამ პროცესში დამნაშავეები, რა თქმა უნდა, არა"
clickss