2024-12-26

15:37

VIDEO/ვილი სანიოლი: გუნდური სულისკვეთება მნიშვნელოვანია, ამის გარეშე დიდ წარმატებას ვერ მიაღწევთ!

სპორტი
21-03-2024 10:22

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 21 მარტს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ მატჩს თბილისში, ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 

20 მარტს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა მატჩისწინა ვარჯიში საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარა. ვარჯიშის საწყისი 15 წუთის განმავლობაში, რომელიც მედიისთვის ღია იყო, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ტრიბუნიდან ქართული სპორტის ქომაგებმა გაამხნევეს. 

ვარჯიშის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრეს-კონფერენცია გაიმართა, სადაც მთავარ მწვრთნელთან ერთად, მედიის შეკითხვებს ოთარ კიტეიშვილმა უპასუხა. 

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "გუნდური სულისკვეთება მნიშვნელოვანია, ამის გარეშე დიდ წარმატებას ვერ მიაღწევ. ფეხბურთელებს ვთხოვე კონცენტრირდნენ იმაზე, თუ რა დავალებები უნდა შეასრულონ მოედანზე.  მნიშვნელოვანი თამაში გველის. თუ ვითამაშებთ გონივრულად, სწორი სულისკვეთებით და იმ მოტივაციით, რომელიც არ გვაკლია, წარმატების შანსს გავიზრდით. მაღალი დონის მოთამაშეები მრავლად გვყავს, თუმცა მთავარი, ამ შემთხვევაში, გონივრული თამაშია. 

მოკლე შეკრება გვქონდა, საკლუბო მატჩების გამო რამდენიმე ფეხბურთელი გვიან შემოგვიერთდა. მოსამზადებლად დიდი დრო არ გვქონდა, თუმცა სანაკრებო კალენდრის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამას მიჩვეულები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული მატჩია, მზადების გეგმა არ შეგვიცვლია, რადგან ფეხბურთელებს სჭირდებათ სტაბილური მოსამზადებელი გეგმა. თითოეულმა მოთამაშემ იცის, თუ როგორ უნდა მოემზადოს თამაშისთვის და მზადების პროცესში ცვლილებების განხორციელების საჭიროებას ვერ ვხედავთ. 

სტაფთან ერთად ლუქსემბურგი კარგად შევისწავლეთ. ვიცით ყველაფერი, რაც გასული 12 თვის განმავლობაში გააკეთეს. თუმცა, როგორც რამდენიმე დღის წინ ვთქვი, ყველაზე დიდი შეცდომა ჩვენი მხრიდან მეტოქის დაუფასებლობა იქნება. ლუქსემბურგი კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ძლიერი გუნდია და მნიშვნელოვანია, რომ თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ. 

კმაყოფილი ვარ ფეხბურთელების მომზადებით. მნიშვნელოვანია, რომ არ გვყავს ტრავმირებული მოთამაშეები. კარგია, რომ ზივზივაძე და მიქაუტაძე მეტ სათამაშო პრაქტიკას იღებენ კლუბებში. ასევე, მოედანს დაუბრუნდა გიორგი ქოჩორაშვილი. ხვალ, ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერით კარგ ინდივიდუალურ და გუნდურ თამაშს ველი. 

როგორც მწვრთნელი, მოუთმენლად ველი ხვალინდელ შეხვედრას. მწვრთნელები და მოთამაშეები მთელი კარიერის განმავლობაში, ყოველდღიურად, სწორედ ასეთი თამაშებისთვის და გამოწვევებისთვის ვმუშაობთ. მნიშვნელოვანია, ვიყოთ ფოკუსირებულები მთავარ მიზანზე. ერთადერთი, რასაც ფეხბურთელeბს ვთხოვ, იმოქმედონ ჯერ გონებით და შემდეგ გულით და არა პირიქით". 

ოთარ კიტეიშვილი (საქართველოს ნაკრების წევრი): "ნაკრებში ყველას განსაკუთრებით გვიხარია ერთმანეთის ნახვა და განწყობაც შესაბამისია. განსაკუთრებით ველოდებით ამ თამაშებს, რომელიც ჩვენთვის კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. შემართება და განწყობა ძალიან კარგია და ნაკრებში ამის პრობლემა არასდროს გვქონია. განსაკუთრებით ახლა, მზად ვიქნებით ჩვენი ოცნების ასასრულებლად. რთულ მატჩს ველოდებით, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ მოედანზე და ყველაფერი უნდა გავიღოთ, რომ მოედანზე ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია წარმოვაჩინოთ. 

ვხედავთ როგორ აერთიანებს ფეხბურთი ქვეყანას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც მხარს გვიჭერს. მინდა მადლობა გადავუხადო სხვა სპორტის სახეობების წარმომადგენლებს. ქვეყანაში იგრძნობა ერთიანობა და მზადება ამ მნიშვნელოვანი თამაშებისთვის. იმედი მაქვს, ამ ერთიანობას მოედანზე გადავიტანთ და მივაღწევთ წარმატებას.  

ჩვენთვის, ამ ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელებისთვის, ჯაბა კანკავა იყო და არის მისაბაძი მაგალითი თავისი ხასიათით და სათამაშო ჟინით. მისი ჩვენთან ერთად ყოფნა არის განსაკუთრებული ძალა და ამას თითოეული ფეხბურთელი გრძნობს. 

ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რაც ფეხბურთს თან ახლავს. როდესაც თამაში ახლოვდება, წნეხი მატულობს, თუმცა ვემზადებით როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად. მოსამზადებლად დიდი დრო გვქონდა და თითოეული ფეხბურთელი ფსიქოლოგიურად მზად არის ხვალინდელი შეხვედრისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება წნეხის დასაძლევად. პასუხისმგებლობა და შემართება მოედანზე სწორი კუთხით წარვმართოთ".

პაპუნა ებანოიძე

მსგავსი სიახლეები

2024-12-23 12:14
სპორტი

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, ,,ბაკურიანი 2025“-ის მშვიდობის ცეცხლი საქართველოშ

მშვიდობის ცეცხლი" ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ძიუდოისტ ლაშა ბექაურს, გადაეცემა. დღეიდან

2024-12-20 11:50
სპორტი

რომში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „ბაკურიანი - 2025“-ის - „მშვიდობის ცეცხლის

თავმჯდომარე მამუკა ხაბარელმა, იტალიის მთავრობისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა

2024-12-19 15:58
სპორტი

საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით, ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მოგულის დისციპლინა კოხტას მთაზე ჩატარდება, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო

2024-12-16 10:56
სპორტი

საქართველო 19 წლამდე ასაკის ხელბურთელ გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით საქართველო პირველად უმასპინძლებს 19 წლამდე ასაკის ხელბურთელ გოგონათა შორის

2024-12-13 16:00
სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს საფეხბურტო ნაკრების მეტოქეები ცნობილია!

წილისყრის შედეგად შეიქმნა 12 ჯგუფი, საიდანაც ექვსი ხუთგუნდიანია, ექვსიც – ოთხგუნდიანი. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები