საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, იაპონიის საელჩოს დახმარებით, კიდევ ორ სახანძრო-სამაშველო ავტომობილს მიიღებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, იაპონიის საელჩოს დახმარებით, კიდევ ორ სახანძრო-სამაშველო ავტომობილს მიიღებს.
იაპონიის საელჩოში გამართულ ოფიციალურ ცერემონიაზე, საგრანტო ხელშეკრულებას ხელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იშიძუკა ჰიდეკიმ მოაწერეს.
ოფიციალური მიღების ფარგლებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, დამსწრეებს სიტყვით მიმართა და ელჩს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
ახალი სახანძრო-სამაშველო ავტომობილები განკუთვნილია როგორც ტყის, ასევე ურბანულ ხანძრებთან ბრძოლის წინააღმდეგ. გადმოცემული ავტომობილები, საჩხერისა და დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო განყოფილებებში განაწილდება.
შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, დედოფლისწყაროს მერის მოადგილე მალხაზ მერაბიშვილი და საჩხერის მერი ლევან ივანაშვილი.
პროექტი იაპონიის მთავრობის გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების (GGP) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, იაპონელი პარტნიორების დახმარებით გადმოცემული უკვე მერვე სახანძრო-სამაშველო ავტომობილია. მხარეებს შორის თანამშრომლობა 2018 წლიდან მიმდინარეობს და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
ნანახია: 924
მსგავსი სიახლეები

თუ ადრე 5-7 მაღაზიას ვხსნიდით, წელს 4-5-ის გახსნაა დაგეგმილი, რათა ხარჯები მინიმუმამდე დავიყვანოთ -
ამჟამად ყველა რაღაცის მოლოდინშია და ფულის დახარჯვა არ უნდა იმ დონეზე, რაზეც წესით უნდა იყოს

VIDEO: ბათუმმა ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენას EBIT 2025-ს უმა
EBIT 2025 ხელს უწყობს ტურიზმის სექტორში ინოვაციების გაცვლას, ბიზნესკონტაქტების გაფართოებასა

რით შეიძლება დავაინტერესოთ ინვესტორები? - მეჰმედ მელექის პასუხი
თუმცა, ბიზნესმენის აზრით, ქვეყანას მეტი მუშაობა სჭირდება უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა EBIT 2025 დასრულდა
შეგახსენებთ, რომ 9 მაისს, ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო

მაქსიმუმს არ ვაკეთებთ. საქართველოს თურქეთში ექსპორტის მეტი შესაძლებლობა აქვს - მეჰმედ მელექი
ამჟამად 2.3 მლრდ დოლარია თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა. აქედან 1.9 მლრდ დოლარის ექსპორტი
clickss