2025-07-01

20:05

კაცობრიობამ სერიოზულად უნდა იფიქროს პითონების სახორცედ მოშენებაზე — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

მსოფლიო
19-03-2024 16:58

ცნობილია, რომ ხორცით ძლიერ გაჯერებული კვების რაციონი არც პლანეტისთვის არის კარგი და არც ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ რას იტყვით ხორცით კვების უფრო მდგრად გზაზე გადასვლაზე? რას ფიქრობთ ამჟამინდელი რამდენიმე ვარიანტის პითონის ხორცით ჩანაცვლებაზე?

შედეგები იმედისმომცემი აღმოჩნდა — გველები სწრაფად იზრდებიან, შიმშილის პირობებშიც კი და იძლევიან საკმაო ოდენობის ხორცს მოხმარებულ საკვებთან შედარებით (რომელშიც შედის ქათმები და მღრღნელები). მათი კვება ასევე შესაძლებელია ხორცის სხვა ინდუსტრიების ნარჩენი ცილებით.

გველის ხორცზე დამოკიდებულებას კიდევ ერთი უჩვეულო უპირატესობა აქვს.

„მეტაბოლური პროცესების რეგულირებისთვისა და სხეულის მდგომარეობის შესანარჩუნებლად, პითონებს შიმშილობის უნარი აქვთ, რაც ზრდის საკვების უსაფრთხოებას არამდგრად გარემოში. ეს კი მიუთითებს, რომ პითონების მეურნეობამ შეიძლება მოქნილი და ეფექტიანი პასუხი შემოგვთავაზოს გლობალური სასურსათო უსაფრთხოების არარსებობის მიმართ“, — წერენ ავსტრალიის მაკუორის უნივერსიტეტის ჰერპეტოლოგი დენიელ ნატუში და მისი კოლეგები პუბლიკაციაში.

დადგინდა, რომ პითონების მიერ მოხმარებული საკვების პროპორცია წარმოებულ ხორცთან მიმართებაში (დაბალი რიცხვი ნიშნავს უფრო მაღალეფექტიანობას) 1,2 იყო; ეს მაჩვენებელი ორაგულის შემთხვევაში არის 1,5, ფრინველის ხორცის 2,8, ღორის ხორცის 6 და ძროხის ხორცის 10.

გველებს რამდენიმე თვის განმავლობაში შიმშილობა შეუძლიათ, თანაც ისე, რომ სხეულის მასა არ დაკარგონ. ამის გამო, მათი მოშენება იდეალურია იქ, სადაც საკვები და წყალი გარანტირებული არ არის. სამწუხაროდ, ასეთი ადგილების რაოდენობა პლანეტაზე სულ უფრო იზრდება.

„ჩვენი კვლევა ადასტურებს წინა ნაშრომს, რომლის მიხედვითაც, ბიოლოგიურად და ეკონომიკურად შესაძლებელია პითონების მოშენება და გაზრდა ტყვეობაში, კომერციული მასშტაბებით“, — წერენ მკვლევრები.

გადასალახია გარკვეული სირთულეები: გველების კვება შრომატევადია და ჯერ არ არსებობს მათი სამეურნეო დანიშნულებით მოშენების ინფრასტრუქტურა. საკითხავია ისიც, უნდა ვჭამოთ თუ არა მათი ხორცი.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ნატუში და მისი ჯგუფი აცნობიერებს, რომ მათი იდეა დიდხანს ვერ განხორციელდება. ამას გარდა, არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კვლევაში არ განუხილავთ — როგორი გემო აქვს პითონის ხორცს.

„პითონების ბიოლოგიური და სამეურნეო საჭიროებები ცუდად არის შესწავლილი. იმ ზოგადი შიშის გათვალისწინებით, რაც ადამიანებს გველებისადმი აქვთ, ალბათ დრო იქნება საჭირო, ვიდრე პითონების სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი გლობალური მასშტაბით რეალიზდება“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 13:39
მსოფლიო

უკრაინა 170 მილიარდი დოლარის ახალი SAFE პროგრამით ევროკავშირის თავდაცვით ძალისხმევას უერთდება

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბლოკის თავდაცვის სექტორის გასაძლიერებლად 150 მილიარდი

2025-05-21 05:59
მსოფლიო

კიმ ჩენ ინს, უკრაინაში რუსეთის დახმარების გამო, შესაძლოა ომის დანაშაულში დასდონ ბრალი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს, შესაძლოა ბრალი წაუყენონ ომის დანაშაულში ჰააგაში

2025-05-19 15:45
მსოფლიო

ავსტრალიამ განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ტანკებს გაუგზავნის

მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკამ საბოლოოდ დაიწყო გრძელი საზღვაო მგზავრობა ბრძოლის ველისკენ, აშშ-ის

2025-05-16 12:49
მსოფლიო

თურქეთი იმედოვნებს, რომ სტამბოლის მოლაპარაკებები უკრაინა-რუსეთის მშვიდობისთვის ახალ ფურცელს გადაშლის

ფიდანმა დაამატა, რომ შეხვედრა ასევე მოამზადებს ნიადაგს ნატოს ივნისში ჰააგაში დაგეგმილი სამიტისთვის

2025-05-15 16:52
მსოფლიო

ხამენეის მრჩეველი: ირანმა შეიძლება დათმოს გამდიდრებული ურანი აშშ-თან შეთანხმების ფარგლებში

ამერიკული მედიის ცნობით, ოთხშაბათს ირანის სულიერი ლიდერის ალი ხამენეის მრჩეველმა ალი შამხანიმ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები