2025-10-21

07:18

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონია!

სპორტი
18-03-2024 11:03
პარიზში, „ჟან ბუინზე“, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ ფინალში პორტუგალიას დაუპირისპირდა. „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე ანგარიშით 36 :10 დაამარცხეს და ჩემპიონის ტიტული მეთექვსმეტედ მოიპოვეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ თორნიკე ჯალაღონია დაასახელეს.
საქართველოს ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ ჩემპიონობა 2018 წლიდან დღემდე ზედიზედ მეშვიდედ იზეიმა. აღსანიშნავია, რომ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილიმ „ბორჯღალოსნებთან“ ერთად პირველი ტიტული მოიგო. ქართველმა მორაგბეებმა ფინალში პორტუგალიელების დამარცხება გასულ წელსაც შეძლეს - მათ მეტოქეს ესპანეთში გამართულ მატჩში ანგარიშით 38:11 სძლიეს.
„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველომ გერმანია, ნიდერლანდები და ესპანეთი დაამარცხა, ნახევარფინალში კი რუმინეთს ანგარიშით 43:5 მოუგო და ანთიმოზ ივერიელის თასი მეთვრამეტედ დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

2025-10-08 14:20
სპორტი

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

2025-10-03 17:18
სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

2025-10-02 12:54
სპორტი

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები