VIDEO/მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი 24“ დასრულდა

მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი 24“ დასრულდა. სწავლების დახურვის ოფიციალური ცერემონია ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გაიმართა. სწავლების წარმატებით დასრულება სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ, სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ოთარ ბერიანიძემ და აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიმა ჯოზეფ ბილბომ მიულოცეს.
დახურვის ცერემონიალს თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაატა პატიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სწავლება - „ტროას ნაკვალევი 24“ აშშ-ის ევროპაში სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის (US-SOCEUR) ორგანიზებით, პარალელურად სამ ქვეყანაში - რუმინეთში, საბერძნეთსა და საქართველოში ჩატარდა. საქართველოში ჩასატარებელ კომპონენტში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთის, პოლონეთისა და ესპანეთის სპეციალური დანიშნულების ძალების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. „ტროას ნაკვალევი 24“ მიზნად ისახავდა მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდას, გამოცდილების გაზიარებასა და მზადყოფნის დონის ამაღლებას.
ნანახია: 1123
მსგავსი სიახლეები

VIDEO: „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ დასრულდა!
ნატოს გაძლიერებული ძალების თავსებადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ვაზიანში, IV ქვეით

7 მაისს ყაზახეთში ფართოდ აღინიშნა სამშობლოს დამცველის დღე!
ყაზახმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტი, კასსიმ-ჟომარტ ტოკაევი, დიდ ყურადღებას

იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ იტალიის რეზიდენციაში უმასპინძლა ვიტორიო ვენეტოს სახ. დივიზიის ს
კრწანისის ბაზაზე, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გაიმართა

VIDEO: JTEC-ში „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ის საჩვენებელი დღე გაიმართა
საჩვენებელ სწავლებაზე მოწვეულ სტუმრებსა და სწავლებაში მონაწილე სამხედროებს სიტყვით მიმართეს

VIDEO: „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ის ფარგლებში I ბრიგადის სამედიცინო ასეულმა საველე ჰოსპიტალის
საველე სწავლების მთავარი მიზანი სამხედრო სამედიცინო პერსონალის პროფესიული უნარ-ჩვევების
clickss