2025-10-21

07:14

ევრო 2024 | ნაკრების შემადგენლობა საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფისთვის

სპორტი
14-03-2024 16:03

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფისთვის მზადებას 18 მარტს დაიწყებს და ნახევარფინალურ მატჩს ლუქსემბურგის წინააღმდეგ 21 მარტს, დინამო არენაზე გამართავს. 

13 მარტს, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მედიისთვის გამართულ შეხვედრაზე ჩვენი გუნდის შემადგენლობა დაასახელა. ვილი სანიოლმა მოახლოებული პლეი ოფისთვის 26 ფეხბურთელი გამოიძახა. ნაკრები მოსამზადებელ შეკრებას საგურამოში, სასტუმრო სევსამორაში გაივლის. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობას უბრუნდება 37 წლის ნახევარმცველი ჯაბა კანკავა. ჯაბა კანკავამ ეროვნული ნაკრების მაისურით პირველად 2004 წლის 8 სექტემბერს ალბანეთის წინააღმდეგ ითამაშა. ის 2012 წლიდან ნაკრების კაპიტანი გახდა და ეროვნულ ნაკრებში 100 მატჩი ჩაატარა. ჯაბა კანკავამ საქართველოს ნაკრების სახელით ბოლო მატჩი 2021 წლის 9 ოქტომბერს გამართა და სანაკრებო კარიერა დაასრულა. 2-წლიანი პაუზის შემდეგ ცენტრალური ნახევარმცველი  ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში დაეხმარება. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), საბა საზონოვი (ტორინო, იტალია), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)  

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი),ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია)

საქართველო - ლუქსემბურგის ნახევარფინალური შეხვედრა 21 მარტს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე გაიმართება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

მსგავსი სიახლეები

2025-10-08 14:20
სპორტი

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

2025-10-03 17:18
სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

2025-10-02 12:54
სპორტი

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები