ევროკავშირის მხარდაჭერის პაკეტი უკრაინას
ევროკავშირის ქვეყნებმა დაამტკიცეს 5 მილიარდი ევროს მხარდაჭერა უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდისთვის, რომელიც 2 წელია რუსეთთან იბრძვის. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.
მათი ინფორმაციით, ევროკავშირის როტაციული თავმჯდომარე ბელგიის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ პოსტში ნათქვამია, რომ „ევროპის მშვიდობის ფონდი“-ს სახელწოდების ფინანსური ფონდის რეფორმის გადაწყვეტილება მიიღეს.
პოსტის მიხედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები პრინციპში შეთანხმდნენ, რომ რეფორმის ფარგლებში უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყენებული ფონდი 5 მილიარდი ევროთი გაზარდონ.
პოსტში ნათქვამია: „ძალაშია ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ უკრაინას მუდმივი მხარდაჭერა გაუწიოს და ქვეყნის თავდაცვისთვის საჭირო სამხედრო აღჭურვილობა მიაწოდოს“.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟიზეფ ბორელმა X-ით გაკეთებულ პოსტში თქვა: „მესიჯი ნათელია: ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას გამარჯვებაში“.
ნანახია: 770
მსგავსი სიახლეები
ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა
ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა
ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა
ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას
ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას
უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა
უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა
მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
clickss