2025-09-15

20:21

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

პოლიტიკა
13-03-2024 10:13

12 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს, რამილ უსუბოვს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრისას ხაზი გაესვა რეგიონში სტაბილურობისა და გრძელვადიანი მშვიდობის მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას და რეგიონულ პროექტებს.

მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. ამასთან, აღინიშნა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

შეხვედრას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაესწრო.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

მსგავსი სიახლეები

2025-09-15 17:54
პოლიტიკა

ჩვენი კოალიციის გარეთ დარჩენილი ლიდერიც დააპატიმრეს. ახლა უკვე ოთხივე ციხეში ვართ - ნიკა გვარამია

ჩვენი კოალიციის გარეთ დარჩენილი ლიდერიც დააპატიმრეს. ახლა უკვე ოთხივე ციხეში ვართ - ნიკა გვარამია

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-12 17:20
პოლიტიკა

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს

2025-09-12 00:57
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები