საქართველოს, უკრაინის და ევროპის სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტების ლიდერების შეხვედრა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში “Erasmus+”-ის პროექტის ფარგლებში

2024 წლის 19-21 მარტს, 10:00 საათზე, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ “Erasmus+”-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტ “RE-DIRECTION – Redefining Higher Education on a digital context and mainstreaming a common inclusive and green structure based on EU best practices and policy recommendations”-ის პირველი სამუშაო შეხვედრის (Kick-off Meeting) მონაწილეებს მასპინძლობს.
პროექტში, ქართული უნივერსიტეტების გარდა, ჩართულნი არიან სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლები გერმანიიდან, უკრაინიდან და საბერძნეთიდან
პროექტის ფარგლებში იგეგმება ეროვნული აქტორებისა და დაინტერესებული მხარეების შეხვედრები უკრაინასა და საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებების განსახილველად.
პროექტის პარტნიორთა მიზანია პერსონალისა და ინსტრუქტორების გადამზადება ახალი, ინოვაციური კურიკულუმის მეშვეობით და პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავება მაღალმთიან რეგიონებსა და სხვა მოშორებულ ადგილებში არსებული უსდ-ების თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტაციის გამოწვევების შესასწავლად და გადასალახად.
შეხვედრის მონაწილეები ყურადღებას გაამახვილებენ შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და კურიკულუმის მსმენელებს შორის ურთიერთკავშირის უზრუნველყოფაზე.
პარტნიორების მიზანია, ხელი შეუწყონ მსმენელებს სამუშაო ადგილების შესაბამისი უნარ-ჩვევების, დინამიურად ცვალებადი გარემოს მიმართ სამუშაო სივრცის ადაპტაციასა და ინოვაციური უნარების დაუფლებაში.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
გრიგოლ კალანდაძე
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი
მობ: 599 15 05 02
ელ. ფოსტა: grigol.kalandadze@giu.edu.ge
ნანახია: 880
მსგავსი სიახლეები

კომპანია „ბეკო“-სთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 29 აპრილს, თურქოლოგიის მიმართულებისა და თბილისის
საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" წევრ, საყოფაცხოვრებო ტექნიკის საერთაშორისო

პროექტ PRODIGE-ის ძირითადი მიზნებია: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრ
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილეებმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ PRODIGE

ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე თემატური ბანაკი გაიხსნა, რომელიც წელს რვა ნაკადად ჩატარდებ
ღონისძიების დასასრულს დისკუსია გაიმართა და ახალგაზრდებმა მინისტრებს მათთვის საინტერესო საკითხებთან

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაციამ თბილისის მარიფის სკოლაში გამართულ 23 აპრილის ეროვნული სუვერე
ბავშვების თვალებში აკიაფებულმა სიხარულმა და ღიმილმა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა ამ

განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინური ენის სწავლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ამ ეტაპზე ჩინური ენა, დამატებითი მომსახურების სახით, 15 სკოლაში ისწავლება. ვინაიდან მის შესწავლაზე
clickss