პრემიერ მინისტრმა ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დანიშნა!

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დანიშნა. ამის თაობაზე პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი შეცვალა.
„როგორც მოგეხსენებათ, ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა კონსულტაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის კანდიდატურის შესარჩევად. ამ ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა ინდივიდუალური კონსულტაციები, როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებთან, ისე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან. კონსულტაციების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, თუ რამდენად უნდა ყოფილიყო ახალი მინისტრი სამედიცინო წრეების წარმომადგენელი. ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც პოლტიკურ გუნდში, ისე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის აზრი ორად იყო გაყოფილი. ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ახალი მინისტრი უნდა ყოფილიყო აუცილებლად სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენელი, ხოლო მეორე ნაწილი ზუსტად ამის საპირისპირო მოსაზრებას გამოხატავდა. კონსულტაციების საფუძველზე მივედი დასკვნამდე, რომ მინისტრის პოსტზე შეიძლებოდა როგორც სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლების, ისე სხვა კანდიდატების განხილვა. საბოლოოდ, უპირატესობა მივანიჭე ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრს, რომლის პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების მიმართ გამოცდილებაზე დაფუძნებული განსაკუთრებული ნდობა მაქვს. ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა მიხელ სარჯველაძე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა პირველ მარტს დატოვა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მაშინ განმარტა, ჯანდაცვის მინისტრთან კომუნიკაციის კუთხით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში.
ნანახია: 1005
მსგავსი სიახლეები

ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თან
PSP-ს მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლისთვის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვის გამარტივებაა

PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის
PSP ფარმა“ უახლოეს მომავალში გეგმავს ელექტრონული კომერციის პლატფორმის რეგიონის მასშტაბით

ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები PSP ფარმას GDP სტანდარტის სერტიფიცირებულ საწყობს ესტუმრენ
ევროპული ბიზნეს ასოციაცია საქართველოში 2017 წლიდან ფუნქციონირებს და აერთიანებს 100-ზე მეტი

ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP -ს ექსკლუზიური პარტნიორის იტალიური ბრენდის Curasept-
სტუდენტური კონკურსის ფარგლებში IV-V კურსის სტუდენტებისთვის პაროდონტოლოგიის ძირითადად

საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებ
დღეიდან, 22 აპრილიდან, ლოქერით მოსარგებლე მომხმარებელს 50 ლარიან შენაძენზე ლოქერში
clickss