VIDEO/ბათუმი დღეიდან 3 დღის განმავლობაში წიგნისა და განათლების საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს

ბათუმი დღეიდან 3 დღის განმავლობაში წიგნისა და განათლების საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს.
გამოფენა უკვე მეორედ ტარდება და მასში წელს არაერთი წიგნის მაღაზია, სკოლა, უცხო ენების შემსწავლელი ცენტრი, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებელი მონაწილეობს, მათ შორის ართვინის უნივერსიტეტი.
წიგნისა და განათლების საერთაშორისო გამოფენაში, წელს 35-მდე დაწესებულება იქნება წარმოდგენილი, მათ შორის, უმაღლესი სასწავლებლებიც, შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ დეტალური ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების, გრანტების, სტიპენდიების და სტაჟირებების შესახებ.
გამოფენის ფარგლებში გაიმართება კონფერენცია. სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ სხვადასხვა უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებს. საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამები გამოფენის ორგანიზატორებმა პატარებისთვისაც მოამზადეს. მათთვის საგამოფენო სივრცეში სპეციალური კუთხე მოეწყობა, სადაც გასართობი ღონისძიებები იგეგმება.
წიგნისა და განათლების საერთაშორისო გამოფენა ოფიციალურად დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში გაიხსნება, რომელიც ლადო ასათიანის 27 ნომერში მდებარეობს.
BATUMI BOOK AND EDUCATION 2024-ი საგამოფენო კომპანია EXPO BATUMI-ის ორგანიზებით იმართება.
ნანახია: 904
მსგავსი სიახლეები

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე
გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე
გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე

თუ ადრე 5-7 მაღაზიას ვხსნიდით, წელს 4-5-ის გახსნაა დაგეგმილი, რათა ხარჯები მინიმუმამდე დავიყვანოთ -
ამჟამად ყველა რაღაცის მოლოდინშია და ფულის დახარჯვა არ უნდა იმ დონეზე, რაზეც წესით უნდა იყოს

VIDEO: ბათუმმა ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენას EBIT 2025-ს უმა
EBIT 2025 ხელს უწყობს ტურიზმის სექტორში ინოვაციების გაცვლას, ბიზნესკონტაქტების გაფართოებასა

რით შეიძლება დავაინტერესოთ ინვესტორები? - მეჰმედ მელექის პასუხი
თუმცა, ბიზნესმენის აზრით, ქვეყანას მეტი მუშაობა სჭირდება უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად
clickss