2025-06-03

07:33

საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე ქ. სამსუნის გამგებლის მოადგილეს შეხვდა

ბიზნეს ნიუსი
06-03-2024 17:51
2024 წლის 5 მარტს DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე, ავიაკომპანია ,,ჯეოსქაი“ -ს წარმომადგენელ თემურ ლელაძესთან ერთად, ქ. სამსუნის გამგებლის მოადგილე ვეჰბი ბაქირს შეხვდა.
აღნიშნულ შეხვედრას, სამსუნში მოქმედი ტურისტული სააგენტოების და საავადმყოფოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
გამართულ შეხვედრაზე მხარებმა ისაუბრეს თბილისი-სამსუნი, სამსუნი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისის დანიშვნის მნიშვნელობაზე. მხარეებს შორის მოხდა აზრთა გაცვლა. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა აღნიშნული ავიარესის დანიშვნის მნიშვნელობას და ტექნიკური საკითხების მოგვარების აუცილებლობას.
DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვენლოვანია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებისთვის და სამომავლოდ ერთობლივად სხვადასხვა სახის აქტივობების დაგეგმვისთვის.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო (DEIK) დაარსდა 1985 წელს. იგი არეგულირებს თურქეთის კერძო სექტორის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს, ხელს უწყობს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვას, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას.

5 Mart 2024 tarihinde DEİK Türkiye-Gürcistan İş Konseyi ve Gürcistan Uluslararası Yatırımcılar Derneği Başkanı Osman Çalışkan Mzhavanadze, "Geosky" havayolu şirketinin temsilcisi Temur Leladze ile birlikte Samsun Vali Yardımcısı Vehbi Bakır ile görüştü.
Toplantıya Samsun'da faaliyet gösteren Tur şirketleri ve hastaneler temsilcileri de katıldılar.
Görüşmede taraflar Tiflis-Samsun / Samsun-Tiflis direkt uçuşların önemini üzerine konuştular. Her iki taraf karşılıklı fıkır teatisinde bulundular. Bu uçuşun gerçekten çok önemli olduğundan bahsettiler ve en yakın zamanda başlanması için teknik konuları tamamlanması konusunda görüş birliğine vardılar.
DEİK Türkiye-Gürcistan İş Konseyi ve Gürcistan Uluslararası Yatırımcılar Derneği Başkanı tarafından bu tür toplantıların iki ülke arasındaki ekonomik ve kültürel alanlardaki ilişkilerin derinleştirilmesi ve gelecekte çeşitli ortak faaliyetlerin planlanması için önemli olduğunu vurgulandı.

მსგავსი სიახლეები

2025-05-19 11:17
ბიზნეს ნიუსი

თუ ადრე 5-7 მაღაზიას ვხსნიდით, წელს 4-5-ის გახსნაა დაგეგმილი, რათა ხარჯები მინიმუმამდე დავიყვანოთ -

ამჟამად ყველა რაღაცის მოლოდინშია და ფულის დახარჯვა არ უნდა იმ დონეზე, რაზეც წესით უნდა იყოს

2025-05-15 11:41
ბიზნეს ნიუსი

VIDEO: ბათუმმა ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენას EBIT 2025-ს უმა

EBIT 2025 ხელს უწყობს ტურიზმის სექტორში ინოვაციების გაცვლას, ბიზნესკონტაქტების გაფართოებასა

2025-05-15 10:19
ბიზნეს ნიუსი

რით შეიძლება დავაინტერესოთ ინვესტორები? - მეჰმედ მელექის პასუხი

თუმცა, ბიზნესმენის აზრით, ქვეყანას მეტი მუშაობა სჭირდება უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად

2025-05-12 15:19
ბიზნეს ნიუსი

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა EBIT 2025 დასრულდა

შეგახსენებთ, რომ 9 მაისს, ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო

2025-05-12 13:46
ბიზნეს ნიუსი

მაქსიმუმს არ ვაკეთებთ. საქართველოს თურქეთში ექსპორტის მეტი შესაძლებლობა აქვს - მეჰმედ მელექი

ამჟამად 2.3 მლრდ დოლარია თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა. აქედან 1.9 მლრდ დოლარის ექსპორტი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები