2025-09-14

04:02

ნიკოლოზ სამხარაძე დანიის სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

პოლიტიკა
06-03-2024 12:37
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დანიის სამეფოს ფოლკეტინგის (პარლამენტი) საგარეო პოლიტიკის, ევროპის საკითხთა და თავდაცვის კომიტეტების დელეგაციას შეხვდა.
 
მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე. ყურადღება გამახვილდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ოკუპაციაზე და ოკუპაციიდან გამომდინარე პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკური კუთხით არსებულ გამოწვევებზე.
 
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები, ცხრა ნაბიჯი და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა და ამ მიმართულებით ქვეყანაში გატარებული და მიმდინარე რეფორმები.
 
საუბარი შეეხო ევროკავშირის მომავალ ენერგოუსაფრთხოებასა და ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობაში საქართველოს როლს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობას, მათ შორის, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და საგარეო ვაჭრობას.
 
შეხვედრის ბოლოს, ნიკოლოზ სამხარაძემ მადლობა გადაუხადა დანიის სამეფოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მხარდაჭერისთვის.
უკან დაბრუნება

ნანახია: 1069

მსგავსი სიახლეები

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-12 17:20
პოლიტიკა

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს

2025-09-12 00:57
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

2025-09-11 16:32
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები