2025-10-21

07:18

ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ისტორიული შედეგის შემდეგ საქართველოს ტყვიის მსროლელთა ახალგაზრდული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა!

სპორტი
05-03-2024 16:21
ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ისტორიული შედეგის შემდეგ საქართველოს ტყვიის მსროლელთა ახალგაზრდული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა.
უნგრეთის ქალაქ დიორში დასრულდა 10 მეტრზე პნევმატური იარაღის სროლაში ევროპის ჩემპიონატი. კონტინენტის პირველობაზე ისტორიული შედეგი აჩვენა საქართველოს ტყვიის მსროლელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელმაც სამი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
წარმატების მისალოცად ახალგაზრდა სპორტსმენებს აეროპორტში ახლობლები, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მაისურაძე და გულშემატკივრები დახვდნენ.
ევროპის ჩემპიონატზე შერეულ წყვილებს შორის ისტორიაში პირველად საქართველოს ოქროს მედლები მარიამ ფროდიაშვილმა და გიორგი მუმლაძემ მოუპოვეს. ასევე პირველად ოქროს მედლები მოიპოვეს საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრებმა მარიამ ფროდიაშვილმა, მარიამ აბრამიშვილმა და სალომე ფროდიაშვილმა. ამავე სამეულმა ვერცხლის მედალი დაისაკუთრა ევროპის ჩემპიონატზე პირველად გამართულ გუნდურ ტურნირში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კიდევ ერთი ისტორიული ოქროს მედალი მოუტანა მარიამ ფროდიაშვილმა, რომელმაც პირად პირველობაში პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის ახალგაზრდული რეკორდიც დაამყარა. მარიამ ფროდიაშვილის მონაპოვარი გუნდურ და ინდივიდუალურ პირველობაში არის სამი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი.

მსგავსი სიახლეები

2025-10-08 14:20
სპორტი

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

2025-10-03 17:18
სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

2025-10-02 12:54
სპორტი

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები