2024-12-10

21:53

კრისტინა დოროში Visa-ს ვიცე პრეზიდენტად დაინიშნა და 17 ქვეყანას უხელმძღვანელებს

ბიზნეს ნიუსი
05-03-2024 12:58

თბილისი, 5 მარტი, 2024 — Visa- დსთ-, საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის (CISSEE) რეგიონში უფროს ვიცე-პრეზიდენტად და ჯგუფის რეგიონულ მენეჯერად კრისტინა დოროში დანიშნა. კრისტინა უხელმძღვანელებს Visa- ბიზნეს საქმიანობას სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის 17 ქვეყანაში, ცენტრალურ აზიაში, კავკასიაში, უკრაინასა და მოლდოვაში.

წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებში 20 წელზე მეტი გამოცდილებით, კრისტინა Visa- 2016 წელს შეუერთდა,  ხელმძღვანელობდა Core Products-ის (სადებეტო, საკრედიტო, პრემიული) რეგიონულ გუნდს,  ლოალობის პლათფორმის, ციფრული გადაწყვეტებისა და გადახდების მიმართულებებს. 2019-2021 წლებში, კრისტინა კავკასიაში Visa- რეგიონული მენეჯერის პოზიციას იკავებდა, მომდევნო წლებში კომპანიაში საქმიანობა ცენტრალურ აზიაში განაგრძო.

„მოხარულები ვართ რომ კრისტინა დოროში უხელმძღვანელებს Visa-ს CISSEE რეგიონში. ფინანსურ ინდუსტრიაში ორ ათწლეულზე მეტი გამოცდილებით, მათ შორის Visa-ში ცხრაწლიანი მუშაობის პრაქტიკით, კრისტინას ლიდერობა გადახდების ინოვაციების წინსვლას უზრუნველყოფს. ჩვენს გამორჩეულ ადგილობრივ გუნდებთან ერთად, კრისტინა ხელს შეუწყობს ბაზრის ზრდასა და საჯარო და კერძო სტრატეგიული პარტნიორობების განვითარებას ამ უზარმაზარი პროგრესისა და შესაძლებლობების პერიოდში,“ - თქვა ენდრიუ ტორემ, Visa-ს რეგიონულმა პრეზიდენტმა ცენტრალურ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის (CEMEA) რეგიონში.

„Visa- ბიზნეს ოპერაციებზე უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღების კვალდაკვალ, მსურს, მჭიდროდ და მრავალმხრივ ვითანამშრომლო ჩვენს კლიენტებთან და პარტნიორებთან, CISSEE-ის რეგიონისთვის ინოვაციური გადახდის გადაწყვეტების მიწოდებით და ხელი შევუწყო ფულის სწრაფ, უსაფრთხო და მარტივ მოძრაობას Visa- ინოვაციური ქსელის მეშვეობით,“ - აღნიშნა კრისტინა დოროშმა, უფროსმა ვიცეპრეზიდენტმა და ჯგუფის რეგიონულმა მენეჯერმა დსთ-ს, საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (CISSEE).

Visa- შესახებ

Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე Visa.com.ge

მსგავსი სიახლეები

2024-12-02 11:53
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადს" ესტუმრნენ ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თ

შეგახსენებთ, რომ თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ დარგებს:

2024-11-28 13:14
ბიზნეს ნიუსი

„ავერსში“ გრანდიოზული, 60%–იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება!

„ავერსისა“ და „კანი ესთეტიკის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში პრემიუმ ბრენდების მომხმარებელი დასაჩუქრდება კანის ისეთი

2024-11-25 16:14
ბიზნეს ნიუსი

სალვატორე კასტანო: „რაც მიყვარს საქართველოში ჩემი ქართველი მეგობრების გარდა, არის ჭაჭა“

სიცილიასა და საქართველოს ორივეს მდიდარი ისტორია აქვთ. ქართული მეღვინეობა ალბათ უფრო ძველია, ვიდრე სიცილიური. ჩვენ

2024-11-22 11:07
ბიზნეს ნიუსი

დიდი ფასდაკლებების დროა - PSP -ში Black Friday დაიწყო!

განსაკუთრებული სიახლე! ტრადიციული აქციების გარდა, წელს PSP პირველად გთავაზობთ აუთლეტ

2024-11-21 16:36
ბიზნეს ნიუსი

კომპანია „ბეკომ“ თავისი პირველი „აუთლეტ“ მაღაზია გახსნა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე

კომპანია „ბეკოს“ ორიენტირებულია მომხმარებლის სურვილის დაკმაყოფილებაზე და მუდმივად ითვალისწინებს მათ წინადადებებს. ეს არ არის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები