ქართველ ფიგურულ მოციგურავეთა წყვილი მსოფლიოს ჩემპიონია!
სპორტი
01-03-2024 11:47
ტაივანის დედაქალაქ ტაიბეიში ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა ჩემპიონობა იზეიმა. მათ მოკლე პროგრამა კარიერისთვის სარეკორდო - 71,53 ქულით პირველ ადგილზე დაასრულეს, თავისუფალ პროგრამაში კი 107,79 ქულა მოაგროვეს და ორი პროგრამის შედეგად, 179,32 ქულით, ოქროს მედლები დაიმსახურეს. ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ამერიკელებმა დაისაკუთრეს.
ინფორმაციისთვის: 1 მარტს თავისუფალი პროგრამით იასპარეზებს ინგა გურგენიძე, რომელიც მოკლე პროგრამაში მიღებული 62,28 ქულით მე-7 ადგილზეა. ამავე დღეს ყინულზე სპორტულ ცეკვებში მარია ალიევა და ეჰორ ბარშაკი იასპარეზებენ. 2 მარტს თავისუფალი პროგრამით იასპარეზებს კონსტანტინე სუპატაშვილი, რომელმაც მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 63,99 ქულა დაიმსახურა და მე-19 პოზიცია დაიკავა.
ნანახია: 401
მსგავსი სიახლეები
clickss